საქართველომ პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე კიდევ ორი ლიცენზია მოიპოვა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიოლიმპიადის გახსნის ცერემონია
ოლიმპიადის გახსნის ცერემონია - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
გამოწერა
2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს პეკინი 4-20 თებერვლის პერიოდში უმასპინძლებს.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ქართველი მოთხილამურეები ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
29 წლის წიკლაურისთვისეს იქნება მეოთხე ოლიმპიური თამაშები, ჯაფარიძემკი პირველად აიღო ოლიმპიური ლიცენზია.
ამ დროისთვის, საქართველოს შვიდი ოლიმპიური ლიცენზია აქვს მოპოვებული. რამდენიმე დღის წინ პეკინის ზამთრის ოლიმპიურთამაშებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა.
მანამდე კი პეკინი-2022-ის ლიცენზიის მფლობელები გახდნენ საქართველოს მოციგურავეები, რომლებიცთამაშებზე ოთხივე დისციპლინაში (ერთეულთათანრიგი - ქალები, კაცები; სპორტული წყვილები; სპორტულიცეკვები) გამოვლენ.
2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს პეკინი 4-20 თებერვლის პერიოდში უმასპინძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0