https://sputnik-georgia.com/20220119/mdinare-iordanestan-saqartvelos-miwis-nakvetis-gadaeca-263739392.html
მდინარე იორდანესთან მიწის ნაკვეთი საქართველოს უახლოეს პერიოდში გადაეცემა
მდინარე იორდანესთან მიწის ნაკვეთი საქართველოს უახლოეს პერიოდში გადაეცემა
Sputnik საქართველო
საქართველოსთვის მიწის გადაცემის გადაწყვეტილება იორდანიის მეფე აბდულა მეორემ და პრინცმა ღაზიმ მიიღეს. 19.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-19T18:40+0400
2022-01-19T18:40+0400
2022-01-19T18:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425517_0:65:1280:786_1920x0_80_0_0_0ab4edb8dcab9f07831127404076bd05.jpg
თბილისი, 19 იანვარი– Sputnik. იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი 4 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, მიწის გადაცემა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა.აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების ტაძარში გააჟღერა, სადაც ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ წირვა-ლოცვას ესწრებოდა.„საქართველოს მთავრობის მეთაურმა იორდანიის მეფესა და მის უმაღლესობა პრინც ღაზის ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში. პრემიერ ღარიბაშვილის შეფასებით, ეს არის უდიდესი მოვლენა, როდესაც საქართველო წმინდა მიწას უბრუნდება.„300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა. ეს შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის გადაცემის ოფიციალური პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება.
https://sputnik-georgia.com/20220119/garibashvili-300-wlis-shemdeg-saqartvelo-wminda-miwaze-brundeba-263730458.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425517_15:0:1175:870_1920x0_80_0_0_6df1705baa88ced0b3953f6675b95bde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს საპატრიარქო
მდინარე იორდანესთან მიწის ნაკვეთი საქართველოს უახლოეს პერიოდში გადაეცემა
საქართველოსთვის მიწის გადაცემის გადაწყვეტილება იორდანიის მეფე აბდულა მეორემ და პრინცმა ღაზიმ მიიღეს.
თბილისი, 19 იანვარი– Sputnik. იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი 4 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიწის გადაცემა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა.
აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების ტაძარში გააჟღერა, სადაც ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ წირვა-ლოცვას ესწრებოდა.
„საქართველოს მთავრობის მეთაურმა იორდანიის მეფესა და მის უმაღლესობა პრინც ღაზის ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას“, -
აღნიშნულია განცხადებაში.
პრემიერ ღარიბაშვილის შეფასებით, ეს არის უდიდესი მოვლენა, როდესაც საქართველო წმინდა მიწას უბრუნდება.
„300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა. ეს შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის გადაცემის ოფიციალური პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება.