https://sputnik-georgia.com/20220119/devnilta-problemebit-erokavshiris-warmomadgenlebi-dainteresdnen-263735241.html
დევნილთა პრობლემებით ევროკავშირის წარმომადგენლები დაინტერესდნენ
დევნილთა პრობლემებით ევროკავშირის წარმომადგენლები დაინტერესდნენ
Sputnik საქართველო
დევნილებისთვის მიუღებელია სამინისტროს შეთავაზება ალტერნატიულ ფართში ქირით გადასვლის თაობაზე 19.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-19T17:31+0400
2022-01-19T17:31+0400
2022-01-19T17:31+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262210096_0:256:2731:1792_1920x0_80_0_0_833486a98f184bc4db815ec7bffb8980.jpg
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. თბილისის ზღვაზე მდებარე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ არსებული ვითარების გაცნობის მიზნით ევროკავშირის წარმომადგენლები მივიდნენ.ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა ავარიული კორპუსიდან განსახლებისა და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ 14 იანვარს აქცია გამართეს. რამდენიმე დღით ადრე კი პროტესტის ნიშნად ასობით დევნილმა ღამე ქუჩაში გაატარა. მათ თქმით, აღნიშნული შენობა ავარიულია და მასში ცხოვრება მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.16 იანვარს ყოფილი სანატორიუმის შენობის სახურავიდან ერთ-ერთი დევნილი, 52 წლის ზურაბჭიჭოშვილი პროტესტის ნიშნად გადმოხტა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ჯანდაცვის სამინისტროსგან და საქართველოს მთავრობისგან ყურადღებას და დევნილების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვდა. ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მომხდართან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა.„იძულებით გადაადგილებულ პირებს თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს“, - აღნიშნეს სამინისტროში.სამინისტროს მტკიცებით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.დევნილებისთვის მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროს შემოთავაზება და ალტერნატიულ ფართში ქირით გადასვლა. მათი განცხადებით, ამ პირობაზე დათანხმების შემთხვევაში, სახელმწიფომ, შესაძლოა, შეწყვიტოს მათთვის ქირის გადახდა და ამის გაკეთება თავად მოუწიოთ.
https://sputnik-georgia.com/20220117/lomjaria-devnilebtan-dakavshirebit-gancxadebas-avrcelebs-263677888.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262210096_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_58be3d01d080890956362fd043379945.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში
დევნილთა პრობლემებით ევროკავშირის წარმომადგენლები დაინტერესდნენ
დევნილებისთვის მიუღებელია სამინისტროს შეთავაზება ალტერნატიულ ფართში ქირით გადასვლის თაობაზე
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. თბილისის ზღვაზე მდებარე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ არსებული ვითარების გაცნობის მიზნით ევროკავშირის წარმომადგენლები მივიდნენ.
ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა ავარიული კორპუსიდან განსახლებისა და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ 14 იანვარს აქცია გამართეს. რამდენიმე დღით ადრე კი პროტესტის ნიშნად ასობით დევნილმა ღამე ქუჩაში გაატარა. მათ თქმით, აღნიშნული შენობა ავარიულია და მასში ცხოვრება მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
16 იანვარს ყოფილი სანატორიუმის შენობის სახურავიდან ერთ-ერთი დევნილი, 52 წლის ზურაბჭიჭოშვილი პროტესტის ნიშნად გადმოხტა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ჯანდაცვის სამინისტროსგან და საქართველოს მთავრობისგან ყურადღებას და დევნილების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვდა.
ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მომხდართან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა.
„იძულებით გადაადგილებულ პირებს თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს“, - აღნიშნეს სამინისტროში.
სამინისტროს მტკიცებით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.
დევნილებისთვის მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროს შემოთავაზება და ალტერნატიულ ფართში ქირით გადასვლა. მათი განცხადებით, ამ პირობაზე დათანხმების შემთხვევაში, სახელმწიფომ, შესაძლოა, შეწყვიტოს მათთვის ქირის გადახდა და ამის გაკეთება თავად მოუწიოთ.