https://sputnik-georgia.com/20220117/lomjaria-devnilebtan-dakavshirebit-gancxadebas-avrcelebs-263677888.html
შენობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია: ლომჯარია დევნილების საკითხს ეხმაურება
შენობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია: ლომჯარია დევნილების საკითხს ეხმაურება
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოუწოდებს... 17.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-17T19:35+0400
2022-01-17T19:35+0400
2022-01-17T19:35+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24722/91/247229154_0:140:2048:1293_1920x0_80_0_0_55f2e2b62ccf0754793a042b947c277b.jpg
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოუწოდებს, ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილებს ინდივიდუალურად მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია შეთავაზებებისა და მათი შესრულების კონკრეტული ვადების შესახებ.ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა ავარიული კორპუსიდან განსახლებისა და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ 14 იანვარს აქცია გამართეს. რამდენიმე დღით ადრე კი პროტესტის ნიშნად ასობით დევნილმა ღამე ქუჩაში გაატარა. მათ თქმით, აღნიშნული შენობა ავარიულია და მასში ცხოვრება მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.„დევნილთა განსახლების პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებას... სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ გასულ წლებში შეისწავლა ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილების უფლებრივი მდგომარეობა. 2020 წლის 21 დეკემბრის საექსპერტო დასკვნით დასტურდება შენობაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი გარემოს არსებობა“, - ნათქამია განცხადებაში. სახალხო დამცველი დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისას ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ე.წ. ნგრევად ობიექტში მცხოვრებ ოჯახებზე და ასეთი შენობებიდან მათ დროულად განსახლებას მოითხოვს.გუშინ, ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობის სახურავიდან ერთ-ერთი დევნილი, 52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილი პროტესტის ნიშნად გადმოხტა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ჯანდაცვის სამინისტროსგან და საქართველოს მთავრობისგან ყურადღებას და დევნილების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვდა.კორპუსი ინგრევა: დევნილები დახმარებას ითხოვენ>>>16 იანვარს ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ აღნიშნულ შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე ადმინისტრაციული დაპირება გასცა და განსახლების ორი გზა შესთავაზა.კერძოდ, იძულებით გადაადგილებულ პირებს თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.
https://sputnik-georgia.com/20220117/tbilissi-devnilma-mamakacma-protestis-nisnad-tavi-moikla-263653424.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24722/91/247229154_286:66:2018:1365_1920x0_80_0_0_4ff6ed8ea3198ed5b62d814f6d97dd92.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოუწოდებს, ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილებს ინდივიდუალურად მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია შეთავაზებებისა და მათი შესრულების კონკრეტული ვადების შესახებ.
ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა ავარიული კორპუსიდან განსახლებისა და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ 14 იანვარს აქცია გამართეს. რამდენიმე დღით ადრე კი პროტესტის ნიშნად ასობით დევნილმა ღამე ქუჩაში გაატარა. მათ თქმით, აღნიშნული შენობა ავარიულია და მასში ცხოვრება მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
„დევნილთა განსახლების პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებას... სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ გასულ წლებში შეისწავლა ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილების უფლებრივი მდგომარეობა. 2020 წლის 21 დეკემბრის საექსპერტო დასკვნით დასტურდება შენობაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი გარემოს არსებობა“, -
ნათქამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისას ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ე.წ. ნგრევად ობიექტში მცხოვრებ ოჯახებზე და ასეთი შენობებიდან მათ დროულად განსახლებას მოითხოვს.
გუშინ, ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობის სახურავიდან ერთ-ერთი დევნილი, 52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილი პროტესტის ნიშნად გადმოხტა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ჯანდაცვის სამინისტროსგან და საქართველოს მთავრობისგან ყურადღებას და დევნილების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვდა.
16 იანვარს ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ აღნიშნულ შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე ადმინისტრაციული დაპირება გასცა და განსახლების ორი გზა შესთავაზა.
კერძოდ, იძულებით გადაადგილებულ პირებს თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.