მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრალდებულია რასიზმში: პრეზიდენტობის კანდიდატი ისევ დააჯარიმეს

  - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
გამოწერა
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საფრანგეთის სასამართლომ პრეზიდენტობის კანდიდატი ერიკ ზემური დამნაშავედ ცნო რასიზმისა და სიძულვილის გაღვივებაში, იუწყება ტელეარხი France 24.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ზემურის მიერ 2020 წლის სექტემბერში გაკეთებულ განცხადებაზე, რა დროსაც მან მიგრანტ ბავშვებს ქურდები, მკვლელები და მოძალადეები უწოდა და თქვა, რომ საფრანგეთმა ისინი უკან, საკუთარ ქვეყნებში უნდა გააბრუნოს.
მიგრანტი ბავშვების მიმართ რასისტული გამონათქვამებისთვის ზემურს 10 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა — დღეში ას-ასი ევრო ოდენობით ასი დღის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული ჯარიმის გადახდის ვადებს დაარღვევს, მას პატიმრობა ემუქრება.
ერიკ ზემურის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. როგორც თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, სასამართლომ მისი სიტყვის თავისუფლება შეზღუდა და „აუცილებელია, რომ სასამართლოებიდან იდეოლოგია სასწრაფოდ განიდევნოს“.
პარიზის მკვიდრი დროშით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
მსოფლიო დღეს
ნატოდან გასვლა და მიგრანტების გაძევება: პრეზიდენტობის კანდიდატმა მიზნები გაამჟღავნა
აღსანიშნავია, რომ ერიკ ზემური წარსულში უკვე ორჯერ იყო ნასამართლევი სიძულვილის გაღვივების გამო. გარდა ამისა, იმიგრაციისა და ისლამის შესახებ მის წამქეზებლურ გამონათქვამებთან დაკავშირებით 16 გამოძიებაა ჩატარებული.
2011 წელს ის 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს ტელევიზიით გაკეთებული განცხადების გამო, რომ „ნარკოტიკებით მოვაჭრეთა უმეტესობა შავკანიანები და არაბები არიან“.
კიდევ ერთი ჯარიმა ზემურს 2018 წელს დაეკისრა (3 ათასი ევრო), როდესაც მან მუსლიმებს საფრანგეთში „შეჭრაში“ დასდო ბრალი.
ერიკ ზემური გასული წლის ბოლოსთვის მოქმედი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ყველაზე ძლიერ ოპონენტად მოიაზრებოდა, რაც გამოკითხვის შედეგებით დადასტურდა. თუმცა მას შემდეგ ვითარება შეიცვალა. გასულ კვირაში Harris Interactive-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მას მოსახლეობის მხოლოდ 13% უჭერს მხარს. ხოლო მის ოპონენტებს — მარინ ლე პენსა და ვალერი პეკრესს 16-16%-იანი მხარდაჭერა აქვთ.
რაც შეეხება ემანუელ მაკრონს, რომელსაც ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მოსახლეობის 25% უჭერს მხარს.
საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 2022 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი — პირველი ტური 10 აპრილს, ხოლო მეორე 24 აპრილს ჩატარდება.
წყარო: France 24
ყველა ახალი ამბავი
0