https://sputnik-georgia.com/20211206/natodan-gasvla-da-migrantebis-gazeveba-safrangetis-axali-prezidentis-miznebi-262623406.html
ნატოდან გასვლა და მიგრანტების გაძევება: პრეზიდენტობის კანდიდატმა მიზნები გაამჟღავნა
ნატოდან გასვლა და მიგრანტების გაძევება: პრეზიდენტობის კანდიდატმა მიზნები გაამჟღავნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ერიკ ზემური ქვეყანას ნატოდან გაიყვანს, თუ მოსახლეობა მას პრეზიდენტად აირჩევს. ამის შესახებ... 06.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-06T14:09+0400
2021-12-06T14:09+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
ნატო
ევროკავშირი
საფრანგეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24482/79/244827948_0:228:2828:1819_1920x0_80_0_0_ca64a5fccf4d77ca6773a0538e886196.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ერიკ ზემური ქვეყანას ნატოდან გაიყვანს, თუ მოსახლეობა მას პრეზიდენტად აირჩევს. ამის შესახებ მან პარიზის გარეუბანში გამართულ პირველ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.მისი თქმით, „ფრანგები არასდროს იქნებიან ევროკავშირის ვასალები“.ჟურნალისტმა და მწერალმა ერიკ ზემურმა საკუთარი კანდიდატურა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე ოფიციალურად 30 ნოემბერს წარადგინა. არჩევნები ქვეყანაში 2022 წლის აპრილშია დაგეგმილი.ფრანგული საზოგადოების აზრით, ერიკ ზემურს უკიდურესად მემარჯვენე შეხედულებები აქვს. ის ცნობილია იმიგრაციის საკითხისადმი მკაცრი პოზიციით. კერძოდ, ის მხარს უჭერს რემიგრაციას, ანუ მიგრანტების იძულებით დაბრუნებას მათი წარმოშობის ქვეყნებში. ჟურნალისტად მოღვაწეობის პერიოდში ზემურმა არაერთხელ გააკეთა მოწოდება ქვეყნიდან ორი მილიონი უცხოელის, მათ შორის, აფრიკელი სტუდენტების გაძევების შესახებ.ამასთან პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს საფრანგეთის მოქალაქეობის მინიჭება ქვეყნის ტერიტორიაზე დაბადების მიხედვით. მისი აზრით, საფრანგეთში მცხოვრებმა მიგრანტებმა ბავშვებს ფრანგული სახელები უნდა დაარქვან, ვინაიდან „შვილისთვის მუჰამედის დარქმევა საფრანგეთის კოლონიზაციის ტოლფასია“.აღინიშნება, რომ ჟურნალისტი მანამდე ორჯერ არის ცნობილი დამნაშავედ რასობრივი და რელიგიური შუღლის გაღვივებაში.
ევროკავშირი
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24482/79/244827948_50:0:2779:2047_1920x0_80_0_0_9432a54406fa723fc8bb7541c6c1f598.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ნატო , ევროკავშირი , საფრანგეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, ნატო , ევროკავშირი , საფრანგეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ერიკ ზემური ქვეყანას ნატოდან გაიყვანს, თუ მოსახლეობა მას პრეზიდენტად აირჩევს. ამის შესახებ მან პარიზის გარეუბანში გამართულ პირველ წინასაარჩევნო შეხვედრაზე
განაცხადა.
„მე მსურს საფრანგეთი ნატოს გაერთიანებული სამხედრო სარდლობიდან გამოვიდეს“, − აღნიშნა ზემურმა.
მისი თქმით, „ფრანგები არასდროს იქნებიან ევროკავშირის ვასალები“.
ჟურნალისტმა და მწერალმა ერიკ ზემურმა საკუთარი კანდიდატურა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე ოფიციალურად 30 ნოემბერს წარადგინა. არჩევნები ქვეყანაში 2022 წლის აპრილშია დაგეგმილი.
„2022 წელს ჩვენ დავამარცხებთ არა ემანუელ მაკრონს, არამედ, რაც კიდევ უკეთესია, მის იდეოლოგიას, სისტემას, რომლის ფალაგმანადაც გვევლინება. თავისთავად ის უზარმაზარი ცარიელი სივრცეა. 2017 წელს საფრანგეთმა აირჩია სიცარიელე და მასში ჩავარდა“, − ასე შეაფასა პრეზიდენტობის კანდიდატმა საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი.
ფრანგული საზოგადოების აზრით, ერიკ ზემურს უკიდურესად მემარჯვენე შეხედულებები აქვს. ის ცნობილია იმიგრაციის საკითხისადმი მკაცრი პოზიციით. კერძოდ, ის მხარს უჭერს რემიგრაციას, ანუ მიგრანტების იძულებით დაბრუნებას მათი წარმოშობის ქვეყნებში. ჟურნალისტად მოღვაწეობის პერიოდში ზემურმა არაერთხელ გააკეთა მოწოდება ქვეყნიდან ორი მილიონი უცხოელის, მათ შორის, აფრიკელი სტუდენტების გაძევების შესახებ.
ამასთან პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს საფრანგეთის მოქალაქეობის მინიჭება ქვეყნის ტერიტორიაზე დაბადების მიხედვით. მისი აზრით, საფრანგეთში მცხოვრებმა მიგრანტებმა ბავშვებს ფრანგული სახელები უნდა დაარქვან, ვინაიდან „შვილისთვის მუჰამედის დარქმევა საფრანგეთის კოლონიზაციის ტოლფასია“.
აღინიშნება, რომ ჟურნალისტი მანამდე ორჯერ არის ცნობილი დამნაშავედ რასობრივი და რელიგიური შუღლის გაღვივებაში.