Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თანხა „ბუსტერ-დოზის“ სანაცვლოდ - გამყრელიძის ახალი ინიციატივა

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
გამოწერა
ეპიდემიოლოგების თქმით, რომ ბუსტერ-დოზით აცრილი ადამიანების უმეტესობას „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებათ.
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ქვეყანაში „ბუსტერ“ დოზით აცრების მაჩვენებლის გასაზრდელად შესაძლოა ფულადი წახალისება დაწესდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გამყრელიძემ განმარტა, რომ მან აღნიშნული საკითხი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაატყენა. მისი თქმით, ნოემბრის ბოლოს ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით დაწყებულმა მატერიალური წახალისების პროგრამამ გაამართლა.

„ფულადი წახალისების პროგრამამ იმუშავა. დამატებით 125 ათასი 60 წლის ზემოთ ჩვენი მოქალაქე აიცრა, ასევე მუშაობს 50 წელს ზემოთ. სამჯერ გაიზარდა დეკემბერთან შედარებით აცრის მაჩვენებელი. თუ ბუსტერიზაციას გავზრდით, ეს სერიოზულად შეამცირებს „ომიკრონის“ ტალღის სიმძაფრეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ფულადი წახალისების დაწესების შემთხვევაში ჯილდოს კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფი მიიღებს.
9 ნოემბერს საქართველოში 60 წელს ზემოთ ასაკის პირთა მატერიალური წახალისების პროგრამა დაიწყო, შემდეგ კი პროგრამაში მონაწილე პირების ასაკობრივი ზღვარი გაფართოვდა. 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა მოქალაქე, ვინც 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება.
ეპიდემიოლოგებს მიაჩნიათ, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების რისკის ქვეშ არიან როგორც კოვიდგადატანილები, ისე აცრილი პირები. თუმცა, დაავადების გართულებების გარეშე გადატანის ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ ბუსტერ-დოზით აცრილებს.
საქართველო კორონავირუსის გავრცელების მეექვსე ტალღას ებრძვის. დღეისათვის ქვეყანაში ახალი შტამით ინფიცირების 1.254 შემთხვევაა დაფიქსირებული.
საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
გაბუნია: „ომიკრონით“ ინფიცირებული მხოლოდ 14 პაციენტი მოხვდა ჰოსპიტალში
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 2021 წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. სხვა შტამებისგან განსხვავებით, „ომიკრონი" სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო მსუბუქ ფორმებში ვითარდება.
ქვეყანაში 18 იანვრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2.622.459 აცრა, აქედან „ბუსტერ“ დოზით აცრილია 114.480 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0