https://sputnik-georgia.com/20220118/gabunia-omikronit-inficirebulebis-didi-nawili-vaqcinirebuli-iyvnen-263698350.html
გაბუნია: „ომიკრონით“ ინფიცირებული მხოლოდ 14 პაციენტი მოხვდა ჰოსპიტალში
გაბუნია: „ომიკრონით“ ინფიცირებული მხოლოდ 14 პაციენტი მოხვდა ჰოსპიტალში
Sputnik საქართველო
„ომიკრონით“ ინფიცირებულების დიდი ნაწილი ორჯერადად აცრილია და უმეტესებოას ბუსტერ–დოზაც აქვს გაკეთებული
2022-01-18T15:39+0400
2022-01-18T15:39+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/06/251655234_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_9145a70064ec0652c87e46ed597a84cc.jpg
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ დადასტურებული შემთხვევებიდან მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოში გამოვლენილი „ომიკრონით" ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ორჯერადად და ასევე ბუსტერ-დოზით იყო ვაქცინირებული.საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 2021 წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. სხვა შტამებისგან განსხვავებით, „ომიკრონი" სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო მსუბუქ ფორმებში ვითარდება.18 იანვარს საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა (1.006.864), რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ბოლო დღე–ღამეში გამოვლენილი შემთხვევების – 7.521. ეპიდემიოლოგების თქმით, იანვრის ბოლოს – თებერვლის დასაწყისში ეს რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს და პიკს მიაღწევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/06/251655234_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_4dc13054899a04d3a3dbe6e7a4ba30bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ომიკრონი გაბუნია ბისტერი კორონავირუსი
ომიკრონი გაბუნია ბისტერი კორონავირუსი
გაბუნია: „ომიკრონით“ ინფიცირებული მხოლოდ 14 პაციენტი მოხვდა ჰოსპიტალში
15:39 18.01.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) საქართველო კორონავირუსის გავრცელების მეექვსე ტალღას ებრძვის. დღეისათვის ქვეყანაში ახალი შტამით ინფიცირების 1.254 შემთხვევაა დაფიქსირებული.
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ დადასტურებული შემთხვევებიდან მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოში გამოვლენილი „ომიკრონით" ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ორჯერადად და ასევე ბუსტერ-დოზით იყო ვაქცინირებული.
„ჰოსპიტალიზაცია დადასტურებული შემთხვევებიდან დასჭირდა მხოლოდ 14 პაციენტს, რაც არის დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ „ომიკრონით" ინფიცირებულთა დიდი ნაწილი იყო 2-ჯერ ვაქცინირებული და ჰქონდათ გაკეთებული ბუსტერ-დოზა", - განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 2021 წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. სხვა შტამებისგან განსხვავებით, „ომიკრონი" სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო მსუბუქ ფორმებში ვითარდება.
18 იანვარს საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა (1.006.864), რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ბოლო დღე–ღამეში გამოვლენილი შემთხვევების – 7.521. ეპიდემიოლოგების თქმით, იანვრის ბოლოს – თებერვლის დასაწყისში ეს რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს და პიკს მიაღწევს.