Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გამყრელიძე: „ომიკრონ“ შტამს არ უნდა გავუთამამდეთ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადით
ადამიანები პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
გამოწერა
საქართველო კორონავირუსის გავრცელების მეექვსე ტალღას ებრძვის. დღეისათვის ქვეყანაში ახალი შტამით ინფიცირების 1.254 შემთხვევაა დაფიქსირებული.
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის შტამ „ომიკრონით“ ინფიცირება პაციენტებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ის ასევე იწვევს გართულებებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 2021 წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. სხვა შტამებისგან განსხვავებით, „ომიკრონი" სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო მსუბუქ ფორმებში ვითარდება.
ეპიდემიოლოგები „ომიკრონის“ რეკორდულად სწრაფ გავრცელებას პროგნოზირებენ>>
გამყრელიძემ მოსახლეობას „ომიკრონ“ შტამთან მიმართებაში სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ახალ შტამის ერთ-ერთი თვისება სამჯერ მეტი რეინფიცირების მაჩვენებელია.
„ჩვენთან 1.254 შემთხვევაზე დაახლოებით 17-20 პროცენტი გვაქვს რეინფიცირება, ანუ ადამიანი იყო ინფიცირებული „დელტათი“, მერე დაინფიცირდა „ომიკრონით“. ამიტომ ის გვერდს უვლის „დელტას“ და ხდება ინფიცირება. ხაზს ვუსვამ, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით გახლავთ შედარებით მსუბუქი, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
18 იანვარს საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა (1.006.864), რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ბოლო დღე–ღამეში გამოვლენილი შემთხვევების – 7.521. ეპიდემიოლოგების თქმით, იანვრის ბოლოს – თებერვლის დასაწყისში ეს რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს და პიკს მიაღწევს.
ყველა ახალი ამბავი
0