https://sputnik-georgia.com/20220118/epidemiologebi-omikronis-swraf-gavrcelebas-prognozireben-263688986.html
ეპიდემიოლოგები „ომიკრონის“ რეკორდულად სწრაფ გავრცელებას პროგნოზირებენ
ეპიდემიოლოგები „ომიკრონის“ რეკორდულად სწრაფ გავრცელებას პროგნოზირებენ
Sputnik საქართველო
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მალე ძალიან მაღალი იქნება
2022-01-18T11:17+0400
2022-01-18T11:17+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/10/263649464_0:0:3261:1834_1920x0_80_0_0_9f3336aa1317b7199fbf37f9342fe879.jpg
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. ეპიდემიოლოგების პროგნოზით კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონის" გავრცელებიდან გამომდინარე დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში აქამდე არსებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს მალე გადააჭარბებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია „ომიკრონის" შესაკავებლად ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის გაცემული.მისი თქმით, ახლა ყველაზე მთავარი არის ნიღბის ტარების პროცენტული მაჩვენებელი ავწიოთ, ამავე დროს დავიცვათ დისტანცია და მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ხალხმრავალი ადგილებისაგან.COVID-19-ის ტესტირების საჭიროების მქონე პირებისთვის NCDC განცხადებას ავრცელებს>>საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი კი ფიქრობს, რომ კორონავირუსის მეექვსე ტალღა საქართველოში უფრო მძიმე იქნება, ვიდრე წინა ხუთი.საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღაა. ქვეყანაში ყოველდღიურად 5 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება. მათ შორის მატულობს „ომიკრონის" შტამით ინფიცირებაც.წყარო: ტელეკომპანია „რუსთავი 2"
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/10/263649464_530:0:3261:2048_1920x0_80_0_0_ea68d77b77c602540f63bdb4d37c5329.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ომიკრონი კორონავირუსი ეპიდემიოლოგი საქართველო
ომიკრონი კორონავირუსი ეპიდემიოლოგი საქართველო
ეპიდემიოლოგები „ომიკრონის“ რეკორდულად სწრაფ გავრცელებას პროგნოზირებენ
11:17 18.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) სპეციალისტები მოსახლოებას მოუწოდებენ დაიცვან კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებული რეკომენდაციები, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს.
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. ეპიდემიოლოგების პროგნოზით კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონის" გავრცელებიდან გამომდინარე დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში აქამდე არსებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს მალე გადააჭარბებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია „ომიკრონის" შესაკავებლად ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის გაცემული.
„გაზრდილი მობილობის და „ომიკრონის" იმ თვისებებიდან გამომდინარე, რაც მას ახასიათებს, არდაცული რეკომენდაციებისა და დაბალი ვაქცინაციის ფონზე, ცხადია, რომ უფრო მოკლე პერიოდში მოხდა დაინფიცირებულთა მაღალი ციფრების დაფიქსირება“, - თქვა მაკა ბულეიშვილმა.
მისი თქმით, ახლა ყველაზე მთავარი არის ნიღბის ტარების პროცენტული მაჩვენებელი ავწიოთ, ამავე დროს დავიცვათ დისტანცია და მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ხალხმრავალი ადგილებისაგან.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი კი ფიქრობს, რომ კორონავირუსის მეექვსე ტალღა საქართველოში უფრო მძიმე იქნება, ვიდრე წინა ხუთი.
„ომიკრონის" შტამით გამოწვეულ ინფექცია ჩვენი მოლოდინით გამოიწვევს დაავადების მიმდინარე შემდეგ ტალღას, რომელიც საკმაოდ მაღალი ციფრები იქნება წინა ტალღებთან შედარებით და ამ ფონზე დადგება რისკი კლინიკური სექტორის მაღალი დატვირთვის", - აღნიშნა ოთარ ჩოკოშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღაა. ქვეყანაში ყოველდღიურად 5 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება. მათ შორის მატულობს „ომიკრონის" შტამით ინფიცირებაც.
წყარო: ტელეკომპანია
„რუსთავი 2"