https://sputnik-georgia.com/20220118/avadmyofi-biwis-nacvlad-skolasi-moisi-avatari-dadis-263709219.html
ავადმყოფი ბიჭის ნაცვლად სკოლაში მისი ავატარი დადის: ვიდეო
ავადმყოფი ბიჭის ნაცვლად სკოლაში მისი ავატარი დადის: ვიდეო
Sputnik საქართველო
7 წლის ბიჭი მძიმედაა ავად და სპეციალურ მოწყობილობასთანაა მიერთებული, რის გამოც გარეთ ვერ გადის
2022-01-18T17:28+0400
2022-01-18T17:28+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
საზოგადოება
თანამედროვე ტექნოლოგიები
გერმანია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23327/74/233277471_0:0:2992:1683_1920x0_80_0_0_8a8b9832233739653541e76b9fb84728.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ბერლინის ერთ-ერთ სკოლაში, ავადმყოფი ბიჭის ნაცვლად, გაკვეთილებს რობოტი-ავატარი ესწრება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.გავრცელებული ინფორმაციით, 7 წლის ჯოშუა მარტინანჯელის ფილტვის მძიმედაავადება აქვს, ის სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობასთანაა მიერთებული, რის გამოც მოძრაობა შეზღუდული აქვს.ჯოშუა გარეთ ვერ გადის, მაგრამ გაკვეთილებზე დასწრება თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შეუძლია. მის ნაცვლად სკოლაში რობოტი AV1 დადის. ბოტი წინა მერხზე „ზის“ და ბიჭს რეალურ დროში გადასცემს ყველაფერს, რაც კლასში ხდება.რობოტის გვერდით დევს ჯოშუას ფოტო, რომელიც ბავშვებს ახსენებს, როგორ გამოიყურება მათი კლასელი.რობოტი სიმაღლეში დაახლოებით 30 სმ-ს აღწევს, აქვს თავი, მანათობელი თვალები, კისერზე ჯოშუას შარფი უკეთია. ბიჭს AV1-ს მართვა პლანშეტის აპლიკაციით შეუძლია. თუ რობოტის თავი ლურჯად ანათებს, ესე იგი, ბიჭს ყურადღების მიპყრობა სურს, ხოლო თუ თვალები უმრგვალდება, ესე იგი, ჯოშუა ფიქრობს.ავატარი არ იწერს ვიდეოს და არ იღებს სურათებს — რობოტი სხვა ბავშვების კონფიდენციალურობას იცავს.წყარო: Reuters
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23327/74/233277471_164:0:2827:1997_1920x0_80_0_0_6d7f7a397bcadc7584c2b4a2157dd16e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თანამედროვე ტექნოლოგიები რობოტი ბოტი სკოლა გაკვეთილები სწავლა ავადმყოფობა დაავადება
თანამედროვე ტექნოლოგიები რობოტი ბოტი სკოლა გაკვეთილები სწავლა ავადმყოფობა დაავადება
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ბერლინის ერთ-ერთ სკოლაში, ავადმყოფი ბიჭის ნაცვლად, გაკვეთილებს რობოტი-ავატარი ესწრება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, 7 წლის ჯოშუა მარტინანჯელის ფილტვის მძიმედაავადება აქვს, ის სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობასთანაა მიერთებული, რის გამოც მოძრაობა შეზღუდული აქვს.
ჯოშუა გარეთ ვერ გადის, მაგრამ გაკვეთილებზე დასწრება თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შეუძლია. მის ნაცვლად სკოლაში რობოტი AV1 დადის. ბოტი წინა მერხზე „ზის“ და ბიჭს რეალურ დროში გადასცემს ყველაფერს, რაც კლასში ხდება.
რობოტის გვერდით დევს ჯოშუას ფოტო, რომელიც ბავშვებს ახსენებს, როგორ გამოიყურება მათი კლასელი.
„ბავშვები მას ესაუბრებიან, იცინიან და ხანდახან პირდაპირ გაკვეთილის დროსაც კი ეკონტაქტებიანზე. ეს ჯოშსაც კარგად შეუძლია“, — ამბობს სკოლის დირექტორი უტე ვინტერბერგი.
რობოტი სიმაღლეში დაახლოებით 30 სმ-ს აღწევს, აქვს თავი, მანათობელი თვალები, კისერზე ჯოშუას შარფი უკეთია. ბიჭს AV1-ს მართვა პლანშეტის აპლიკაციით შეუძლია. თუ რობოტის თავი ლურჯად ანათებს, ესე იგი, ბიჭს ყურადღების მიპყრობა სურს, ხოლო თუ თვალები უმრგვალდება, ესე იგი, ჯოშუა ფიქრობს.
ავატარი არ იწერს ვიდეოს და არ იღებს სურათებს — რობოტი სხვა ბავშვების კონფიდენციალურობას იცავს.