https://sputnik-georgia.com/20220118/-lagodexshi-meuglis-mkvlelobashi-braldebuls-patimroba-sheeparda-263707450.html
ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კონფლიქტის დროს ყოფილი მეუღლე მისსავე საცხოვრებელ სახლში გაგუდა. 18.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-18T18:37+0400
2022-01-18T18:37+0400
2022-01-18T18:37+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/97/235279775_0:112:2658:1607_1920x0_80_0_0_ce188782ec1bfcb3b88e798f5ab5729a.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.გუშინ, საქართველოს პროკურატურამ ბარბაქაძეს ბრალი წარუდგინა ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. მიუხედავად ამისა, მოსამართლე თამარ კაპანაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა.საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 10 მარტს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს ბრალდებულმა ლაგოდეხში, კონფლიქტის დროს ყოფილი მეუღლე მისსავე საცხოვრებელ სახლში ყელის არეში ხელის მოჭერით გაგუდა.პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა გაზქურის ონკანი გახსნა, რათა მოეხდინა გარდაცვლილის ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაციის ინსცენირება, ხოლო თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.პოლიციამ მამაკაცი16 იანვარს დააკავა.
https://sputnik-georgia.com/20220117/axalgazrda-qalis-mkvleloba-lagodexsi-yofil-qmars-brai-waredgina-263680036.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/97/235279775_0:0:2143:1607_1920x0_80_0_0_6062ce3f83b6c111290e6a50ffffa19e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კონფლიქტის დროს ყოფილი მეუღლე მისსავე საცხოვრებელ სახლში გაგუდა.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გუშინ, საქართველოს პროკურატურამ ბარბაქაძეს ბრალი წარუდგინა ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. მიუხედავად ამისა, მოსამართლე თამარ კაპანაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა.
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 10 მარტს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს ბრალდებულმა ლაგოდეხში, კონფლიქტის დროს ყოფილი მეუღლე მისსავე საცხოვრებელ სახლში ყელის არეში ხელის მოჭერით გაგუდა.
პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა გაზქურის ონკანი გახსნა, რათა მოეხდინა გარდაცვლილის ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაციის ინსცენირება, ხოლო თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ მამაკაცი16 იანვარს დააკავა.