ულტიმატუმის ვადა ამოიწურა: საქართველოში 400-მდე სოციალური მუშაკი გაიფიცა

© photo: Sputnik / Stringerსოცაგენტების აქცია
სოცაგენტების აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2022
გამოწერა
სოცაგენტებმა ჯანდაცვის სამინისტრო გაფიცვის შესახებ ოფიციალური განცხადებით რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცულმა სოცმუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან აქცია გამართეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისა და სოცაგენტების ხელფასების მომატება თებერვლიდან იგეგმება. თუმცა, აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ხელფასების დაგეგმილ ზრდას მიზერულად მიიჩნევენ და ამ პირობებში მუშაობაზე უარს აცხადებენ.
ჯანდაცვის უწყებასთან სოცაგენტები პლაკატებით „მოვითხოვთ ღირსეულ ხელფასს“, „მოვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას“, „არ შევეგუებით 2022 წელს 2007 წლის ხელფასს“.
აქციის მონაწილეთა თქმით, სამსახურში დღეს 400-მდე სოცმუშაკი არ გამოცხადდა.
© photo: Sputnik / Stringerსოცაგენტების საპროტესტო აქცია
Работники Агентства социального обслуживания объявили забастовку у здания минздрава Грузии, 17 января 2022 года - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2022
სოცაგენტების საპროტესტო აქცია
სოცაგენტების განმარტებით, უფლებამოსილების აღსრულებისას ისინი ბევრ პრობლემას აწყდებიან. კერძოდ, მათ საკუთარი ხარჯებით უწევთ კონკრეტულ ბენეფიციართან (ოჯახი) მისვლა, ამასთან, პანდემიის პირობებში ისინი საკუთარი ჯანმრთელობით რისკავენ.
„ბრძოლის მთავარი მექანიზმი გაფიცვაა. სამწუხაროდ, თანამშრომლებს სხვა არჩევანი არ დაუტოვეს. ამიტომაც, დღეს 400-მდე თანამშრომელმა უარი განაცხადა საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე იმ დრომდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება... მათი ხელფასი ელემენტარული პირველადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისია და რიგ შემთხვევებში ისინი უფრო ნაკლებ ხელფასს იღებენ, ვიდრე „სოცდაუცველების“ დახმარების თანხაა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.
ამ დროისთვის გაფიცულები ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში საპროტესტო აქცია უფრო ფართომასშტაბიანი გახდეს.
რას აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში?
როგორც 16 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრუქტურული და ორგანიზაციული განვითარების გეგმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ხელფასები თებერვლიდან 60%-მდე გაიზრდება.
საქართველოში სოცაგენტების ხელფასები იზრდება>>>
კერძოდ, იგი 250 ლარის ნაცვლად, 400 ლარი გახდება, უფროსი სოცაგენტი კი 55 ლარის ნაცვლად 700 ლარს მიიღებს. გარდა ამისა, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.
უწყების განმარტებით, სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. ზრდა ორივე კომპონენტს შეეხება. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60%-მდე გაეზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0