https://sputnik-georgia.com/20220117/saqartvelosi-socagentebis-xelfasebi-izrdeba-263654239.html
საქართველოში სოცაგენტების ხელფასები იზრდება
საქართველოში სოცაგენტების ხელფასები იზრდება
Sputnik საქართველო
სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება, ორივე გაიზრდება 17.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-17T09:44+0400
2022-01-17T09:44+0400
2022-01-17T09:44+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037976_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_57e1a63fab8d46d7ae58ef4e2e0da1d7.jpg
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სოციალურ აგენტებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.როგორც უწყებაში განმარტეს, სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. გაზრდა შეეხება ორივე კომპონენტს.ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60%-მდე გაეზრდება.სოციალური მომსახურების სააგენტოს პრიორიტეტი მოსახლეობისთვის სოციალური სერვისების შეუფერხებლად მიწოდებაა. ამ მიზნით გრძელდება სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა, როგორც ორგანიზაციული, ასევე სტრუქტურული ცვლილებების კუთხით, ნათქვამია განცხადებაში.როგორ გაუმჯობესდება სოციალური მუშაკების მდგომარეობა – ჯანდაცვის სამინისტროს ხედვა >>2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოში საჯარო მოხელეებს, მედიკოსებს, საბავშვო ბაღების თანამშრომლებსა და ზოგიერთ კატეგორიის პედაგოგებს ხელფასები გაუზარდეს.თანამდებობის პირების ხელფასები 10%-ით გაიზარდა. აქამდე საჯარო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 1000 ლარზე ოდნავ მეტი იყო. ამავდროულად, ის მოიცავს ორ კომპონენტს - ძირითად განაკვეთსა და კოეფიციენტს, რომელიც დამოკიდებულია თანამდებობის პირის კლასზე და მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე.წყარო - ჯანდაცვის სამინისტრო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037976_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_b1aea783c227806229733cc6096f0e3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოში სოცაგენტების ხელფასები იზრდება
სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება, ორივე გაიზრდება
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სოციალურ აგენტებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
„ბოლო თვეების განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში გამართული აქტიური კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 % -მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.
როგორც უწყებაში განმარტეს, სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. გაზრდა შეეხება ორივე კომპონენტს.
ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60%-მდე გაეზრდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს პრიორიტეტი მოსახლეობისთვის სოციალური სერვისების შეუფერხებლად მიწოდებაა. ამ მიზნით გრძელდება სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა, როგორც ორგანიზაციული, ასევე სტრუქტურული ცვლილებების კუთხით, ნათქვამია განცხადებაში.
2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოში საჯარო მოხელეებს, მედიკოსებს, საბავშვო ბაღების თანამშრომლებსა და ზოგიერთ კატეგორიის პედაგოგებს ხელფასები გაუზარდეს.
თანამდებობის პირების ხელფასები 10%-ით გაიზარდა. აქამდე საჯარო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 1000 ლარზე ოდნავ მეტი იყო. ამავდროულად, ის მოიცავს ორ კომპონენტს - ძირითად განაკვეთსა და კოეფიციენტს, რომელიც დამოკიდებულია თანამდებობის პირის კლასზე და მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე.