როგორ გაუმჯობესდება სოციალური მუშაკების მდგომარეობა – ჯანდაცვის სამინისტროს ხედვა

გამოწერა
სამინისტრომ სოციალურ აგენტებს წაყენებულ მოთხოვნებზე უკვე შესთავაზა წინადადებები. ახლა გასარკვევია, როგორი იქნება მათი პასუხი.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური აგენტების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე თავისი გარკვეული ხედვა აქვს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

სოციალური მომსახურების თემა და სოციალური აგენტების პრობლემები რამდენიმე დღის წინ გააქტიურდა, მას შემდეგ, რაც სოცმუშაკებმა პერმანენტული აქციები განაახლეს. მათი მოთხოვნები არ შეცვლილა – ისინი ითხოვენ ფიქსირებული ხელფასის დაწესებას, სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებასა და უვადო კონტრაქტებს. თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სოციალური მუშაკები 2 ივლისიდან საყოველთაო გაფიცვით იმუქრებოდნენ. საბოლოო გადაწყვეტილება შემდგომ მოქმედებებზე მათ დღეს უნდა მიიღონ.

ასაკოვანი მამაკაცი - Sputnik საქართველო
გაფიცვის მუქარამ გაჭრა: ჯანდაცვამ მოთხოვნები დააკმაყოფილა, ჯერი სოცაგენტებზეა

ტიკარაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე სოციალურ აგენტებთან გაფორმდება ექვსთვიანი შრომითი ხელშეკრულებები, გაიზრდება სამუშაოს ანაზღაურების ის კომპონენტი, რომელიც სატრანსპორტო ხარჯებს ეხება. განიხილება ასევე სხვა დეტალებიც.

„როგორც ჩვენი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ პოლიტიკა საჭიროებს გადახედვას და ცვლილებებს, ასევე, რა თქმა ინდა, სოციალური აგენტების მიმართაც ჩვენ გვაქვს გარკვეული ხედვები, რომლებიც გააუმჯობესებს მათ მდგომარეობასაც", – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ სოციალური მუშაკების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზრდება და, შესაბამისად, სატრანსპორტო ხარჯების თანხა 250 ლარი გახდება.

100 ლარით გაიზრდება უფროსი სოცაგენტის ხელფასი და 450 ლარის ნაცვლად ისინი 550 ლარს მიიღებენ. ექვს თვემდე გაიზარდა სოციალური აგენტების შრომითი ხელშეკრულების ვადებიც. წლის ბოლოდან სოციალური აგენტების ნაწილს ერთწლიანი, ნაწილს კი უვადო ხელშეკრულებები გაუფორმდება. ეს დამოკიდებული იქნება სამუშაო სტაჟზე.

და მაინც – გაფიცვა: სოციალური მუშაკები რადიკალურ ზომას მიმართავენ>>

გაიზრდება სოციალური აგენტების შვებულების, იძულებითი მოცდენის და წახალისების ანაზღაურების ოდენობაც.

სოციალური აგენტების პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს წინადადებებზე ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0