https://sputnik-georgia.com/20220117/senakis-sakrebulos-sxdoma-chaishala-263674602.html
კორონავირუსი თუ საბოტაჟი: სენაკში საკრებულოს სხდომა ჩაიშალა
კორონავირუსი თუ საბოტაჟი: სენაკში საკრებულოს სხდომა ჩაიშალა
Sputnik საქართველო
სენაკის საკრებულო იმ სამ მუნიციპალიტეტს შორისაა, სადაც ამ დრომდე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა. 17.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-17T17:50+0400
2022-01-17T17:50+0400
2022-01-17T17:50+0400
ახალი ამბები
საზოგადოებრივი აზრი
საქართველო
საქართველოს რეგიონები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/02/249900191_0:99:1907:1172_1920x0_80_0_0_68bb1fc4d78c9c9cf9174e5ccdf3d581.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. სენაკის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო კვლავ ჩაიშალა.სათათბირო ორგანოს სხდომაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. მიზეზი ერთ-ერთი დეპუტატის კორონავირუსით ინფიცირება გახდა, რის გამოც „ქართული ოცნების“ დანარჩენი 15 წევრი თვითიზოლაციაში გადავიდა.ოპოზიციაში აღნიშნულ მიზეზს აბსურდული უწოდეს.სენაკის საკრებულო იმ სამ მუნიციპალიტეტს შორისაა, სადაც ამ დრომდე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა. სენაკის გარდა, საკრებულოს თავმჯდომარის გარეშეა წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები. „სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ მის მიერ დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება ჩვენი პარტიის ერთ-ერთი წევრის ნუკრი შამათავას უფლებამოსილების ცნობის ხელშეშლას. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი შემდეგ სხდომაზე მაინც გამოცხადდებიან", - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ედიშერ ბაღათურიამ.თვითმმართველობის არჩევნების შედეგად სენაკში 33-დან 16 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს მოპოვებული. 13 ადგილი „ნაცმოძრაობას“, ოთხი კი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ეკუთვნის.
https://sputnik-georgia.com/20220112/zugdidis-sakrebulos-tavmjdomare-ver-airchies-263562519.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/02/249900191_108:0:1800:1269_1920x0_80_0_0_6fad928d1a1847ce53f802324108fb56.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოებრივი აზრი , საქართველო, საქართველოს რეგიონები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საზოგადოებრივი აზრი , საქართველო, საქართველოს რეგიონები, პოლიტიკა საქართველოში
კორონავირუსი თუ საბოტაჟი: სენაკში საკრებულოს სხდომა ჩაიშალა
სენაკის საკრებულო იმ სამ მუნიციპალიტეტს შორისაა, სადაც ამ დრომდე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. სენაკის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო კვლავ ჩაიშალა.
სათათბირო ორგანოს სხდომაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. მიზეზი ერთ-ერთი დეპუტატის კორონავირუსით ინფიცირება გახდა, რის გამოც „ქართული ოცნების“ დანარჩენი 15 წევრი თვითიზოლაციაში გადავიდა.
ოპოზიციაში აღნიშნულ მიზეზს აბსურდული უწოდეს.
„ეს უბრალოდ სამარცხვინოა. ხელისუფლება საბოტაჟის რეჟიმშია... რაიონში ბევრი პრობლემაა და მათი განხილვისა და მოსახლეობის დახმარების ნაცვლად, „ქართული ოცნება“ სხდომაზე უბრალოდ არ მოდის“, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობის“ წევრმა ლაშა კუჭავამ ჟურნალისტებთან.
სენაკის საკრებულო იმ სამ მუნიციპალიტეტს შორისაა, სადაც ამ დრომდე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა. სენაკის გარდა, საკრებულოს თავმჯდომარის გარეშეა წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები.
„სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ მის მიერ დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება ჩვენი პარტიის ერთ-ერთი წევრის ნუკრი შამათავას უფლებამოსილების ცნობის ხელშეშლას. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი შემდეგ სხდომაზე მაინც გამოცხადდებიან", - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ედიშერ ბაღათურიამ.
თვითმმართველობის არჩევნების შედეგად სენაკში 33-დან 16 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს მოპოვებული. 13 ადგილი „ნაცმოძრაობას“, ოთხი კი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ეკუთვნის.