https://sputnik-georgia.com/20220112/zugdidis-sakrebulos-tavmjdomare-ver-airchies-263562519.html
მცდელობა №5: ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს
მცდელობა №5: ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს
თვეზე მეტია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სათათბირო ორგანო ხელმძღვანელის გარეშეა. 12.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-12T17:43+0400
2022-01-12T17:43+0400
2022-01-12T21:28+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261914872_0:232:3072:1960_1920x0_80_0_0_c7b2dddcaa941e967d49f3a7d24590d6.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა, მანამდე გამართული ოთხი სხდომის მსგავსად, ისევ გადაიდო.დეპუტატებმა ვერც ამჯერად შეძლეს საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა.სხდომის ჩაშლის მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა. 45-წევრიან საკრებულოში 24 წევრი არ გამოცხადდა. სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გამოუცხადეს ბოიკოტი.საკრებულოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატ ირაკლი გოგოხიას განცხადებით, საკრებულოს სხდომა ერთი თვით გადაიდო და თუ რომელიმე ფრაქციას სურს მისი ადრე ჩატარება, შეუძლია მიმართოს საკრებულოს. თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, ზუგდიდის სათათბირო ორგანოში 22 მანდატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 20 კი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. კიდევ სამი ადგილი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ მოიპოვა.„ქართული ოცნება“ უმრავლესობით არ არის წარმოდგენილი აგრეთვე რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოებში. ამასთან, ყველა ამ ქალაქსა და რაიონში, წალენჯიხის გარდა, მერის თანამდებობა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უკავიათ.
https://sputnik-georgia.com/20211223/chxorowyus-sakrebulos-tavmjdomare-gaxarias-partiis-wevri-gaxda-263104399.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261914872_402:228:2727:1972_1920x0_80_0_0_db33f02d5df4be1a640abb3125bb092b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
მცდელობა №5: ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს
17:43 12.01.2022 (განახლებულია: 21:28 12.01.2022) თვეზე მეტია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სათათბირო ორგანო ხელმძღვანელის გარეშეა.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა, მანამდე გამართული ოთხი სხდომის მსგავსად, ისევ გადაიდო.
დეპუტატებმა ვერც ამჯერად შეძლეს საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა.
სხდომის ჩაშლის მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა. 45-წევრიან საკრებულოში 24 წევრი არ გამოცხადდა. სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გამოუცხადეს ბოიკოტი.
საკრებულოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატ ირაკლი გოგოხიას განცხადებით, საკრებულოს სხდომა ერთი თვით გადაიდო და თუ რომელიმე ფრაქციას სურს მისი ადრე ჩატარება, შეუძლია მიმართოს საკრებულოს.
თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, ზუგდიდის სათათბირო ორგანოში 22 მანდატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 20 კი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. კიდევ სამი ადგილი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ მოიპოვა.
„ქართული ოცნება“ უმრავლესობით არ არის წარმოდგენილი აგრეთვე რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოებში. ამასთან, ყველა ამ ქალაქსა და რაიონში, წალენჯიხის გარდა, მერის თანამდებობა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უკავიათ.