https://sputnik-georgia.com/20220117/saxelmwifo-inspeqtoris-samsaxuris-bazaze-seqmnili-uwyebebis-ufrosebs-konkursi-gamoavlens-263681369.html
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შექმნილი უწყებების უფროსებს კონკურსი გამოავლენს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შექმნილი უწყებების უფროსებს კონკურსი გამოავლენს
Sputnik საქართველო
ორი უწყების ხელმძღვანელობის კანდიდატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიები შეარჩევენ.
2022-01-17T20:15+0400
2022-01-17T20:15+0400
2022-01-17T21:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141582_0:80:3068:1806_1920x0_80_0_0_96305f814b8e99c095f42e096a976de2.jpg
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებებით, 17 იანვარს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.გასული წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან არსებული სამსახურის ნაცვლად შეიქმნება ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.განკარგულება მიღებულია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (281-ე მუხლი) და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (552-ე მუხლი) შესაბამისად.ორივე უწყების ხელმძღვანელობის კანდიდატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიები შეარჩევენ.გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობები (წარმოსადგენი დოკუმენტების სია, დოკუმენტების წარმოდგენის ვადები და ა.შ.) გამოქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდ www.hr.gov.ge-ზე, მას შემდეგ, რაც დაკომპლექტდება საკონკურსო კომისია, რომელიც გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობებს განსაზღვრავს.პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს ვეტო არ დაადო >>საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 იანვარს ხელი მოაწერა კანონპროექტების პაკეტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ეთანხმებოდა აღნიშნულ კანონპროექტს.წყარო - მთავრობის პრესსამსახური.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141582_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_bf6bdabb692dd3562ac1e99f470f8e49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინსპექტორი სამსახური ბაზა უწყებები უფროსები
ინსპექტორი სამსახური ბაზა უწყებები უფროსები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შექმნილი უწყებების უფროსებს კონკურსი გამოავლენს
20:15 17.01.2022 (განახლებულია: 21:09 17.01.2022) ორი უწყების ხელმძღვანელობის კანდიდატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიები შეარჩევენ.
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებებით, 17 იანვარს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
გასული წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან არსებული სამსახურის ნაცვლად შეიქმნება ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
განკარგულება მიღებულია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (281-ე მუხლი) და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (552-ე მუხლი) შესაბამისად.
ორივე უწყების ხელმძღვანელობის კანდიდატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიები შეარჩევენ.
გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობები (წარმოსადგენი დოკუმენტების სია, დოკუმენტების წარმოდგენის ვადები და ა.შ.) გამოქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდ www.hr.gov.ge-ზე, მას შემდეგ, რაც დაკომპლექტდება საკონკურსო კომისია, რომელიც გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობებს განსაზღვრავს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 იანვარს ხელი მოაწერა კანონპროექტების პაკეტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ეთანხმებოდა აღნიშნულ კანონპროექტს.