https://sputnik-georgia.com/20220117/produqti-romlis-wamac-zilis-win-daisveba-263667990.html
არ დაიძინოთ მშიერმა: ექიმი ასახელებს დასაშვებ პროდუქტს
არ დაიძინოთ მშიერმა: ექიმი ასახელებს დასაშვებ პროდუქტს
Sputnik საქართველო
მედიცინის დოქტორის თქმით, მშიერ კუჭზე დაძინება ისეთივე სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, როგორც ძილის წინ ჭარბი ჭამა
2022-01-17T13:46+0400
2022-01-17T13:46+0400
2022-01-17T13:52+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0d/251450757_0:109:3072:1837_1920x0_80_0_0_142ee21f8f9b6ebb45ac3d5c9158987b.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ჯანსაღი კვების ექსპერტების უმეტესობა საღამოობით ჭარბ ჭამას კრძალავს, მაგრამ მშიერი კუჭით დაძინება ასევე ცუდი იდეაა, აცხადებს რადიო Sputnik-თან ინტერვიუში მედიცინის დოქტორი, დიეტოლოგი მიხაილ გინზბურგი.მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ადამიანი უბრალოდ ვერ დაიძინებს მშიერი, ეს ნეგატიურ შედეგებსაც იწვევს, მათ შორის, წონის კუთხითაც.გარდა ამისა, გინზბურგის თქმით, როცა ადამიანი ცდილობს, საღამოს ექვსი სათის შემდეგ არ ჭამოს, მეორე დილით საშინლად მშიერი იღვიძებს და იწყებს ჭარბ ჭამას.მისი განმარტებით, ადამიანი ძილის წინ „მაძღარი უნდა იყოს“, ოღონდ საკითხავი ისაა, რას შეჭამს.ამასთან გინზბურგი გვაფრთხილებს, რომ დაძინებამდე წყლის დალევა და ფიქრი, რომ ახლა ყველაფერი წესრიგშია, არ ღირს.გამომდინარე აქედან, ცნობილმა დიეტოლოგმა დაასახელა ის პროდუქტები, რომელთა ჭამაც ძილის წინ დაიშვება — ჯანმრთელობისა და წონისთვის ზიანის მიყენების გარეშე.ეს პროდუქტებია უშაქრო მიუსლი და მარცვლოვანი ბურბუშელა, რომლებსაც შეგიძლიათ რძემჟავა პროდუქტი დააყოლოთ. მაგალითად, მაწონი (რუსეთში, უკრაიანასა და ბელარუსში ასეთად „რიაჟენკა“ მიიჩნევა, - რედ.).მანამდე იაპონიის ოკაიამას უნივერსიტეტის ჯანდაცვის უმაღლესი სკოლის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ძილის წინ ჭამა სულაც არ არის ისეთი მავნებელი, როგორც წარმოგიდგენიათ. კვლევისას, რომელიც 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, იაპონელმა მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ წონა, წნევა, სისხლის ცხიმები, ფიზიკური აქტივობის დონე, მოწევა და ალკოჰოლი ბევრად დიდ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე ძილსა და ჭამას შორის ინტერვალი.წყარო: რადიო Sputnik
https://sputnik-georgia.com/20201202/ar-WamoT-Zilis-win-wonaSi-kleba-datkbili-Zili-250227445.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0d/251450757_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_f7a536298b649fada41d0139a3359f26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიეტა ძილის წინ დასაშვები საჭმელი ჯანმრთელობა წონა
დიეტა ძილის წინ დასაშვები საჭმელი ჯანმრთელობა წონა
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ჯანსაღი კვების ექსპერტების უმეტესობა საღამოობით ჭარბ ჭამას კრძალავს, მაგრამ მშიერი კუჭით დაძინება ასევე ცუდი იდეაა, აცხადებს რადიო Sputnik-თან ინტერვიუში მედიცინის დოქტორი, დიეტოლოგი მიხაილ გინზბურგი.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ადამიანი უბრალოდ ვერ დაიძინებს მშიერი, ეს ნეგატიურ შედეგებსაც იწვევს, მათ შორის, წონის კუთხითაც.
„კუჭს ვერ მოატყუებ. ადამიანს არ შეუძლია, დაიძინოს მშიერმა. უფრო სწორად, შეუძლია, მაგრამ ეს საკმაოდ რთული და უსიამოვნო პროცესია. რაც მთავარია, შეიძლება ძლიერმა შიმშილმა შუაღამისას გააღვიძოს“, — ამბობს ექიმი.
გარდა ამისა, გინზბურგის თქმით, როცა ადამიანი ცდილობს, საღამოს ექვსი სათის შემდეგ არ ჭამოს, მეორე დილით საშინლად მშიერი იღვიძებს და იწყებს ჭარბ ჭამას.
„ასეთი ქცევა ცხოვრებას უკეთესობისკენ არ ცვლის. ერთ შემთხვევაში ადამიანი საღამოს ჭამს ბევრს, ხოლო მეორეში — დილაობით. ამაში არავითარი განსხვავება არ არის, გარდა იმისა, რომ როცა ადამიანი დილით ბევრს ჭამს, მისი აქტიურობა ეცემა და ხდება სიზარმაცეზე პროგრამირება“, — მიაჩნია სპეციალისტს.
მისი განმარტებით, ადამიანი ძილის წინ „მაძღარი უნდა იყოს“, ოღონდ საკითხავი ისაა, რას შეჭამს.
ამასთან გინზბურგი გვაფრთხილებს, რომ დაძინებამდე წყლის დალევა და ფიქრი, რომ ახლა ყველაფერი წესრიგშია, არ ღირს.
გამომდინარე აქედან, ცნობილმა დიეტოლოგმა დაასახელა ის პროდუქტები, რომელთა ჭამაც ძილის წინ დაიშვება — ჯანმრთელობისა და წონისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
ეს პროდუქტებია უშაქრო მიუსლი და მარცვლოვანი ბურბუშელა, რომლებსაც შეგიძლიათ რძემჟავა პროდუქტი დააყოლოთ. მაგალითად, მაწონი (რუსეთში, უკრაიანასა და ბელარუსში ასეთად „რიაჟენკა“ მიიჩნევა, - რედ.).
მანამდე იაპონიის ოკაიამას უნივერსიტეტის ჯანდაცვის უმაღლესი სკოლის მეცნიერებმა
განაცხადეს, რომ ძილის წინ ჭამა სულაც არ არის ისეთი მავნებელი, როგორც წარმოგიდგენიათ.
კვლევისას, რომელიც 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, იაპონელმა მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ წონა, წნევა, სისხლის ცხიმები, ფიზიკური აქტივობის დონე, მოწევა და ალკოჰოლი ბევრად დიდ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე ძილსა და ჭამას შორის ინტერვალი.