წონაში დაკლება და ტკბილი ძილი გსურთ? მაშინ არ მიირთვათ ძილის წინ ეს პროდუქტები

© Pixabay / Deedee86ქალი იზომავს წელის გარშემოწერილობას
ქალი იზომავს წელის გარშემოწერილობას - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიეტოლოგი განმარტავს, რომელი პროდუქტები უშლის ხელს ღრმა და მომასვენებელ ძილს, და რა აჩენს მაძღრისად ჭამის სურვილს.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ხელს უშლის ღრმა ძილსა და წონაში კლებას, თუ მათ ძილის წინ მიიღებთ, აცხადებს დიეტოლოგი ელენა კალენი.

მაღვიძარა - Sputnik საქართველო
როგორ დავამარცხოთ უძილობა საკვები პროდუქტებით

სპეციალისტის თქმით, პირველ რიგში, უარი უნდა თქვათ ხორცზე (განსაკუთრებით, შემწვარზე), პომიდორზე, ბადრიჯანზე, კონსერვირებულ პროდუქტებზე, მწნილებზე, დამარილებულ თევზზე, ავოკადოზე, ცხარე და ობიან ყველზე. ჩამოთვლილი პროდუქტები შეიძლება შეიცავდეს ამინომჟავა თირამინს, რომელიც სტრესის ჰორმონად, ნორადრენალინად გარდაიქმნება.

„როდესაც ამ პროდუქტებს მივირთმევთ, ხშირად თავს აღგზნებულად ვგრძნობთ. ამიტომ შეიძლება უძილობა აღმოცენდეს, დილით კი ისეთი შეგრძნება დაგეუფლოთ, თითქოს მთელი ღამის განმავლობაში ვიღაცისგან გარბოდით. და რა შედეგი მოჰყვება? ვიღვიძებთ დაღლილები და ჩვეულებრივზე მეტს ვჭამთ, რაც წონის მატებას იწვევს“, — განმარტავს ელენა კალენი საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე.

მისი თქმით, საღამოს მენიუდან ასევე უნდა გამოირიცხოს ნიახური. მართალია, ის ძალზე სასარგებლოა წონაში დასაკლებად, მაგრამ ძილის წინ მისი ჭამა არ ღირს — ისევე, როგორც სხვა შარდმდენი პროდუქტებისა.

„ნიახური საკმაოდ ძლიერი დიურეტიკია. მოგიწევთ ტუალეტში ღამით სიარული, რაც ასევე დაარღვევს თქვენს ტკბილ ძილს“, — განმარტა დიეტოლოგმა.

კვერცხი პომიდვრით - Sputnik საქართველო
ექვსი საათის შემდეგ შიმშილი აუცილებელი არ არის: დიეტოლოგი დასაშვებ ვახშამს ასახელებს

ნიგვზიანი და ცხიმიანი საკვები ასევე უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მიირთვათ. მათში უამრავი სახამებელი და შაქარია, რომლებიც საჭმლის მომნელებელ სისტემას დიდ დატვირთვას უქმნის.

„თანაც, საღამოს მიღებული ცხიმიანი საკვები დიდხანს მუშავდება და შეიძლება ხელი შეუშალოს არა მარტო ძილს, არამედ წონაში კლებასაც“, — აღნიშნა ექსპერტმა.

გარდა ამისა, ძილის წინ არასასურველია ახალი ხილისა და კენკრის, პარკოსნებისა და სოკოს ჭამა, ვინაიდან, დიეტოლოგის თქმით, ეს პროდუქტები შეიცავს ნელა გადამუშავებად უჯრედისს. მას შეუძლია გამოიწვიოს მეტეორიზმი და მუცლის ტკივილი, რაც ხელს შეუშლის ძილს, „დილით კი გაღიზიანებული გაიღვიძებთ ჩვეულებრივზე მეტის ჭამის სურვილით“.

 

ყველა ახალი ამბავი
0