როგორ დავამარცხოთ უძილობა საკვები პროდუქტებით

© Pixabay / Katniss12მაღვიძარა
მაღვიძარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. უძილობა იწვევს გულ -სისხლძარღვთა დაავადებებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ძილის რეჟიმს და იმ ფაქტორებს, რაც ხელს გვიშლის მშვიდად დაძინებაში.

ჩვეულებრივ, ჯანმრთელ და ზრდასრულ ადამიანს, 24 საათის განმავლობაში, მინიმუმ რვა საათი მაინც უნდა ეძინოს. რაც შეეხება ბავშვებს, ისინი ჩვეულებრივ უფრო მეტ ხანს ანდომებენ ძილს.

თუ ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში, დაწოლიდან 15-20 წუთის შემდეგ ვერ იძინებს, მიიჩნევა, რომ ძილის დარღვევა აქვს. უძილობა ხალხს ძველადაც აწუხებდა, თუმცა ის  განსაკუთრებით დიდ პრობლემად იქცა თანამედროვე საზოგადოებისთვის.

ძილის დარღვევას ინსომნია ეწოდება. იგი ყოველთვის სერიოზულ პრობლემებს უკავშირდება. მისი მიზეზი მრავალი ფაქტორი შეიძლება იყოს, თუმცა, ყველაზე მეტად გავრცელებული ფაქტორებია: ცხოვრების აჩქარებული რიტმი, მუდმივი ფიზიკური და ფსიქიკური სტრესები, არანორმალური და დაძაბული სამუშაო გრაფიკი, უწყვეტი ინფორმაციის ნაკადი, ალკოჰოლის, ნიკოტინისა და ნარკოტიკების მოხმარება. ყველა ეს ფაქტორი იწვევს ნერვული სისტემის გამოფიტვას, დაძაბულობას და ამის გამო, ძილის პროცესების დარღვევას.

უძილობასთან ბრძოლის არაერთი საშუალება არსებობს, თუმცა ამჯერად გვინდა გაგაცნოთ ნატურალური საკვები პროდუქტები, რომელიც  პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ.

რძე

რძე შეიცავს კალციუმს, რომელიც ეხმრება კუნთებს მოდუნებაში. გარდა ამისა, ის შეიცავს ამინომჟავა ტრიპტოფანს, რომელიც ხელს უწყობს სეროტონინის გამოყოფას. ძილის წინ დალიეთ ერთი ჭიქა რძე, რომ მშვიდად იძინოთ.

© photo: Pixabay / RitaEალუბალი
როგორ დავამარცხოთ უძილობა საკვები პროდუქტებით - Sputnik საქართველო
ალუბალი

ალუბალი

ალუბალი შეიცავს მელატონინს, ეს ჰორმონი ორგანიზმს ეხმარება დასვენებასა და მოდუნებაში. ამიტომ მისი ძილის წინ მიღება  მშვიდად დაძინებაში დაგეხმარებათ.

© photo: Pixabay / congerdesignკაკალი
როგორ დავამარცხოთ უძილობა საკვები პროდუქტებით - Sputnik საქართველო
კაკალი

ნიგოზი

მისი საშუალებით უამრავ დაავადებას მკურნალობენ. კაკლის შემადგენლობაში შედის ფლავინოიდები, გლიკოზიდები, C ვიტამინი, კაროტინი, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და სხვ. კაკლის გული მდიდარია E ვიტამინით, მაგნიუმით და კალიუმით. ასევე მასში შედის რკინა, სპილენძი, კობალტი, თუთია და ვიტამინი B6. მცირე რაოდენობით მიირთვით ის ძილის წინ და დაგეძინებათ ღრმა ძილით, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ ამ პროდუქტზე ალერგია.

© Pixabay / stevepbნუში
როგორ დავამარცხოთ უძილობა საკვები პროდუქტებით - Sputnik საქართველო
ნუში

ნუში

ნუში არის მაგნიუმის შესანიშნავი წყრო და რა თქმა უნდა ის გეხმარებათ მოდუნებაში. მის შემადგენლობაში შემავალი ცილა სისხლში გლუკოზის დონეს დაარეგულირებს მთელი ღამის მანძილზე. თუ თქვენ ხართ გადაღლილი, გაწუხებთ უძილობა, დაუყონებლივ უნდა შეიტანოთ ნუში თქვენს რაციონში, ვინაიდან მისი მიღება დადებითად იმოქმედებს თქვენს მეხსიერებაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე.

© Levan Avlabreli ქართული ყველი
როგორ დავამარცხოთ უძილობა საკვები პროდუქტებით - Sputnik საქართველო
ქართული ყველი

ყველი

როგორც სხვა რძრის პროდუქტები, ყველიც შეიცავს კალციუმს, ის ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს სტრესს და დაძაბულობას, ასევე ეხმარება კუნთებს მოდუნებაში. ძილის წინ, მცირე რაოდენობით ყველის მიღება დაგეხმარებათ მშვიდად დაძინებაში.

CC0 / Pixabay / ბანანი
როგორ დავამარცხოთ უძილობა საკვები პროდუქტებით - Sputnik საქართველო
ბანანი

ბანანი

ბანანი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინასა, С და В ჯგუფების ვიტამინებს, სასარგებლო ხილია და აუცილებელია მათთვის, ვისაც უძილობა, შეშუპებები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ.

© Pixabay / fancycrave1თაფლი
როგორ დავამარცხოთ უძილობა საკვები პროდუქტებით - Sputnik საქართველო
თაფლი

თაფლი

თაფლი უებარი საშუალებაა ჯანმრთელობისთვის. მისი უზმოზე და ძილის წინ მიღება ბევრ პრობლემას მოგიგვარებთ. თაფლი ბევრ სასარგებლო ვიტამინს შეიცავს და მასში არსებული ყველა სასარგებლო ნივთიერებას ჩვენი ორგანიზმიც მთლიანად ითვისებს. საღამოს ერთი კოვზი თაფლის მიღება დაგეხმრებათ მშვიდად დაძინებაში.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0