https://sputnik-georgia.com/20220117/maia-maruashvili-263680179.html
ქართული სპექტაკლის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე და განთიადზე დაწერილი ლურჯი ლექსები
ქართული სპექტაკლის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე და განთიადზე დაწერილი ლურჯი ლექსები
Sputnik საქართველო
ყველაფერი დაიწყო ქალაქში, რომელსაც მზექალაქს და სიყვარულის ზღაპარს უწოდებს. მასალაში, ქუთაისელი პოეტის და დრამატურგის, მაია მარუაშვილის ამბავს გაეცნობით. 17.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-17T19:22+0400
2022-01-17T19:22+0400
2022-01-17T19:22+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263669683_0:80:1201:755_1920x0_80_0_0_71c06a08f6a556ed30c9ecc96221ea8a.jpg
შემოქმედებითი ბუნებით ბავშვობიდან გამოირჩევა, უმაღლესის დამთავრების მერე, ქუთაისის მე-17-ე საშუალო სკოლაში ასწავლიდა, შემდეგ მუშაობა უფროს პედაგოგად დაიწყო ქუთაისის პირველ ექსპერიმენტულ ბაღში, სადაც სწავლების საკუთარი მეთოდი დანერგა.გამოცემული აქვს პოეზიის და საყმაწვილო ლექსების კრებული, არის პიესების ავტორი. 2021 წლის თებერვალში, მურმანსკში, ონლაინ ჩატარებულ თეატრალურ ფესტივალზე „გრანი 2021", სადაც რუსეთის, საქართველოს, ნორვეგიისა და იტალიის77 თეატრალური ჯგუფი იღებდა მონაწილეობას, ჟიურის მიერ, სპექტაკლი „გაგა“ და სამსახიობო დასი მეორე ხარისხის დიპლომით აღინიშნა. ამ სპექტაკლის დრამატურგი მაია მარუაშვილი გახლდათ, რეჟისორი-ლაშა გოგნიაშვილი.დრამატურგი ამბობს, რომ ავადმყოფობამ ბევრი უხილავი რამ ხილულად უქცია, რამაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სამყაროში შემთხვევით მართლა არაფერი ხდება...- ქალბატონომაია, ყველაფერი ქუთაისში დაიწყო, როგორი იყო ამ ქალაქთან დაკავშირებული თქვენი ისტორია?- დავიბადე 1960 წლის 21 ნოემბერს, მთავარანგელოზობას, პედაგოგთა ოჯახში. დავამთავრე ქუთაისის მეთერთმეტე საშუალო სკოლა, შემდეგ, ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენა-ლიტერატურის განხრით. ჩემი ფესვები, სიხარული თუ ტკივილი ქუთაისთან არის გადაჯაჭვული. ძირითადად იქ ცხოვრობენ ნათესავები, მეგობრები და სულით მონათესავენი. ქუთაისი-მზექალაქი და სიყვარულის ზღაპარია, ალაგი, სადაც ბაგრატის ცა ჩაფიქრებულა, მუხლმოდრეკილი, ქუდმოხდილი ბრძენი ბაგრატი კი ქართველთა სულის გადარჩენაზე დღესაც ლოცულობს. ქუთაისი ჩემთვის იმ ქალაქად რჩება, სადაც ყოველ ღამით ვისმენდი რიონის ხმას, რათა განთიადზე ლურჯი ლექსები მეწერა. იქ, მე, მიწიერს, პირველად შემესხა ზეცის ფრთები.- ამ ქალაქში თქვენ ქუთაისელ ხელოვანთა სალონი „ისრიმი“ ჩამოაყალიბეთ...- ხელოვანთა სალონი „ისრიმი“ 1987 წელს, ქუთაისის განათლების მუშაკთა სახლში ჩამოვაყალიბე. იქ ფაბრიკა-ქარხნებიდან ახალგაზრდა ხელოვანებს მოვუყარე თავი. ისინი დღესდღეობით, ამ ქალაქის ლამაზ ატმოსფეროს ქმნიან. კარგად მახსოვს დრო, როცა ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური სიტუაციისა და იმდროინდელი ყოფის ფონზე, ხელოვნება თავის სიტყვას ამბობდა. ქუთაისი ყოველთვის გამოირჩეოდა შემოქმედებითი აქტიურობით. ადგილობრივი ხელოვანები თავიანთი სულისკვეთებას სიტყვით, ნახატით და მუსიკით გამოხატავდნენ. ხელოვანთა ამ სალონმა ქუთაისს ბევრი ლამაზი დღე აჩუქა. აქვე გეტყვით, რომ კეთილისმსურველების თანადგომით, ეწყობოდა ჩემი შემოქმედებითი საღამოები, ტელეგადაცემები, რაც სიცოცხლის სტიმულს მაძლევდა და დღემდე მაძლევს.- რომელია ამბავი, რომელმაც შეცვალა თქვენი ცხოვრება და ხელოვნება ხსნად მოგევლინათ?- ავადმყოფობამ საცერში გამიტარა დროთა სვლა და ბევრი უხილავი რამ ხილულად მიქცია. მან თვალწინ დამიდო სიცოცხლის ბრძმედში სატარებელი და უფლის ბეჭდით აღნიშნული გენის, ბედისწერის და თავისუფლების ქვაკუთხედობა. ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება... ხელოვნება კი ცხოვრების გზა-სავალის სანთლად ,,მებოძა“, რაც ძალიან მძიმეა და ამავე დროს, მსუბუქი. ბავშვობაში, ყველაფერს სპონტანურად ვქმნიდი, შემდეგ კი, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ხელოვნება დიდი პასუხისმგებლობაა უფლის, ხალხის და საკუთარი თავის წინაშე. ამიტომ ყოველი ხელის მოსმა თუ გონებრივი საზომი, სანამ ხალხამდე მივა, კარგად ასაწონ-დასაწონია. ყველაფერი სკოლიდან, ჩანახატებით და დღიურებით დაიწყო. შემდეგ სახელოვნებო არეალს ჩემი ლექსები, რომანი, მოთხრობები, მინიატურები და პიესები მოჰყვა. მიხარია, რომ საზოგადოებამ ჩემი ხელდებულები მიიღო. პირველი ნამუშევრები გაზეთებში იბეჭდებოდა, შემდეგ ჟურნალ „განთიადში“. წიგნების მხატვრობა ჩემს ქალიშვილს, თამარ ალავიძეს ეკუთვნის.- თქვენი ლექსების კრებულს უწოდეთ ,,ფილოსოფია და ლირიკა უბის წიგნაკიდან“...- ჩემი ორი მინიატურა: „შეცვლილი სურვილი“ და ,,ცამდე“ შესულია ლიტერატურული კონკურსის მიერ გამოცემულ კრებულში ,,ასი სიტყვა“. ლექსების კრებულში, რომელსაც ,,ფილოსოფია და ლირიკა უბის წიგნაკიდან“ვუწოდე, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების მარცვლები ჩავდე. იქ შესული ერთი ლექსიდან ამონარიდს შევთავაზებ თქვენს მკითხველს:ო, რა ძლიერი და რა სუსტივყოფილვარ, ღმერთო,მომეცი რწმენა,შემრჩეს სული ბავშვივით წმინდა;მე სიხარულით თუ გამაოცებთ,თორემ ტკივილი, თორემ ტკივილიმაბადია რამდენიც გინდათ...- თქვენი პიესით დადგმულ სპექტაკლს „გაგა“ წარმატება ხვდა წილად, რაზეა ეს პიესა?- ჩემი ბოლო შემოქმედებითი საღამო 2017 წელს, გლდანის გამგეობაში ჩატარდა. 2019 წელს, გაეროს ეგიდით და მერიის თანდგომით დაიდგა ჩემი პიესა ,,გაგა“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სტუდია „მართვესთან“ არსებულ მოზარდთა თეატრის -„თეატრალი“ წარმოდგენას მაყურებლის აპლოდისმენტები არ მოკლებია. ინტეგრირებული სპექტაკლი „გაგა“ იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ მაყურებელი ცრემლებს სპექტაკლის დასრულების შემდეგაც ვერ მალავდა. პრემიერა სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში 2019 წლის 14 მაისს გაიმართა. სპექტაკლში მოქმედება თანამედროვე თბილისში ვითარდება. მოქმედი პირები მოზარდები არიან. სპექტაკლის თემა - ოჯახური ურთერთობები, ბრძოლა თაობებს შორის, ქუჩის ცხოვრება, თანატოლებს შორის ეგრეთწოდებული საქმის გარჩევები, ბულინგი და ის შეცდომებია, რასაც მოზარდი ხშირად ტრაგედიამდე მიჰყავს. თუმცა მთავარი გმირი მაყურებელს მაინც იმედიანი ფრაზით ემშვიდობება.- ვინ მუშაობდა ამ სპექტაკლზე?- სპექტაკლში ახმეტელის თეატრის მსახიობების და „თეატრალის“ აღსაზრდელების გარდა, მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის ორი ბავშვიც მონაწილეობს. სპექტაკლის რეჟისორი ნიჭიერი ადამიანი, ლაშა გოგნიაშვილია, რომელსაც მოზარდებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. რეჟისორმა როლები მოზარდებს სწორად მოარგო. მსახიოებებმა სცენაზე პერსონაჟები იმდენად ბუნებრივად წარმოადგინეს, რომ მაყურებელი მათ სცენიდან დიდხანს არ უშვებდა. სპექტაკლმა თეატრალურ ფესტივალზე გაიმარჯვა და 77 თეატრალურ დასს შორის მეორე საპრიზო ადგილი აიღო.- ახლახან, ხელოვნების აკადემია „მართვეს" თეატრ-სტუდიამ „თეატრალები", თბილისის მერიის დაფინანსებით, თქვენი მეორე პიესის მიხედვით სპექტაკლი „მეგობრები" დადგა...- ამ სპექტაკლში 11-დან 17 წლის მოზარდები მონაწილეობენ. რეჟისორი ისევ ლაშა გოგნიაშვილია, ქორეოგრაფი რომან ჯაჯანიძე. სპექტაკლის პრემიერა 2021 წლის 19 დეკემბერს გია ყანჩელის სახ. ბაღში მდებარე (არტოს ბაღი) ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. პანდემიამ საფრთხე ხელოვნებასაც შეუქმნა, მაგრამ ადამიანებში ხელოვნებასთან კომუნიკაციის სურვილი ვერ გააქრო, რაც აშკარად იგრძნობოდა პრემიერაზე დამსწრეთა მხრიდან.- თქვენი შემოქმედებითი ბუნება პოეზიის გარდა თქვენს ნახატებსა და ნაქსოვ ნამუშევრებშიც აისახა, რა ტექნიკით ასრულებთ თქვენს ნამუშევრებს?- პროზა და პოეზია ჩემი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ არანაკლები მუხტი ნახატის შექმნასაც მოაქვს. ვხატავ დედისგან, მაგული ლომთაძისგან ნასწავლი, მისეული ხატვის ტექნიკით, რასაც ოჯახში ,,ქსოვილის მოზაიკა“ ვუწოდეთ. ვხატავ გონების, გულისა და სულის საწიერით. ჩემი შემოქმედების გასაკუთრებული შემფასებლები შვილიშვილები, გიორგი და ლუკა არიან. მათი აზრი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ავადმყოფობა მძიმე ტვირთია. ფიზიკურ ტკივილს ოჯახის წევრები და მეგობრები მიმსუბუქებენ, სახელმწიფოც გვერდით მიდგას. ყოველი თანადგომა სიცოცხლის ძალას მმატებს და მომავლის იმედით მავსებს. მე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ეტლით მოსარგებლე პირი ვარ, თუმცა თამამად ვიტყვი, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, უფალი სიცოცხლის ძალას და გზას ყველას აძლევს...
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
თეონა გოგნიაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22975/95/229759509_20:0:2126:2106_100x100_80_0_0_c3f6aac9ef9e6c4affc8488a71ff51f1.jpg
თეონა გოგნიაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22975/95/229759509_20:0:2126:2106_100x100_80_0_0_c3f6aac9ef9e6c4affc8488a71ff51f1.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263669683_37:0:1104:800_1920x0_80_0_0_5b391ebf9e60b7ef8f5fe154a5648c59.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თეონა გოგნიაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22975/95/229759509_20:0:2126:2106_100x100_80_0_0_c3f6aac9ef9e6c4affc8488a71ff51f1.jpg
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
შემოქმედებითი ბუნებით ბავშვობიდან გამოირჩევა, უმაღლესის დამთავრების მერე, ქუთაისის მე-17-ე საშუალო სკოლაში ასწავლიდა, შემდეგ მუშაობა უფროს პედაგოგად დაიწყო ქუთაისის პირველ ექსპერიმენტულ ბაღში, სადაც სწავლების საკუთარი მეთოდი დანერგა.
გამოცემული აქვს პოეზიის და საყმაწვილო ლექსების კრებული, არის პიესების ავტორი. 2021 წლის თებერვალში, მურმანსკში, ონლაინ ჩატარებულ თეატრალურ ფესტივალზე „გრანი 2021", სადაც რუსეთის, საქართველოს, ნორვეგიისა და იტალიის77 თეატრალური ჯგუფი იღებდა მონაწილეობას, ჟიურის მიერ, სპექტაკლი „გაგა“ და სამსახიობო დასი მეორე ხარისხის დიპლომით აღინიშნა. ამ სპექტაკლის დრამატურგი მაია მარუაშვილი გახლდათ, რეჟისორი-ლაშა გოგნიაშვილი.
დრამატურგი ამბობს, რომ ავადმყოფობამ ბევრი უხილავი რამ ხილულად უქცია, რამაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სამყაროში შემთხვევით მართლა არაფერი ხდება...
- ქალბატონომაია, ყველაფერი ქუთაისში დაიწყო, როგორი იყო ამ ქალაქთან დაკავშირებული თქვენი ისტორია?
- დავიბადე 1960 წლის 21 ნოემბერს, მთავარანგელოზობას, პედაგოგთა ოჯახში. დავამთავრე ქუთაისის მეთერთმეტე საშუალო სკოლა, შემდეგ, ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენა-ლიტერატურის განხრით. ჩემი ფესვები, სიხარული თუ ტკივილი ქუთაისთან არის გადაჯაჭვული. ძირითადად იქ ცხოვრობენ ნათესავები, მეგობრები და სულით მონათესავენი. ქუთაისი-მზექალაქი და სიყვარულის ზღაპარია, ალაგი, სადაც ბაგრატის ცა ჩაფიქრებულა, მუხლმოდრეკილი, ქუდმოხდილი ბრძენი ბაგრატი კი ქართველთა სულის გადარჩენაზე დღესაც ლოცულობს. ქუთაისი ჩემთვის იმ ქალაქად რჩება, სადაც ყოველ ღამით ვისმენდი რიონის ხმას, რათა განთიადზე ლურჯი ლექსები მეწერა. იქ, მე, მიწიერს, პირველად შემესხა ზეცის ფრთები.
- ამ ქალაქში თქვენ ქუთაისელ ხელოვანთა სალონი „ისრიმი“ ჩამოაყალიბეთ...
- ხელოვანთა სალონი „ისრიმი“ 1987 წელს, ქუთაისის განათლების მუშაკთა სახლში ჩამოვაყალიბე. იქ ფაბრიკა-ქარხნებიდან ახალგაზრდა ხელოვანებს მოვუყარე თავი. ისინი დღესდღეობით, ამ ქალაქის ლამაზ ატმოსფეროს ქმნიან. კარგად მახსოვს დრო, როცა ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური სიტუაციისა და იმდროინდელი ყოფის ფონზე, ხელოვნება თავის სიტყვას ამბობდა. ქუთაისი ყოველთვის გამოირჩეოდა შემოქმედებითი აქტიურობით. ადგილობრივი ხელოვანები თავიანთი სულისკვეთებას სიტყვით, ნახატით და მუსიკით გამოხატავდნენ. ხელოვანთა ამ სალონმა ქუთაისს ბევრი ლამაზი დღე აჩუქა. აქვე გეტყვით, რომ კეთილისმსურველების თანადგომით, ეწყობოდა ჩემი შემოქმედებითი საღამოები, ტელეგადაცემები, რაც სიცოცხლის სტიმულს მაძლევდა და დღემდე მაძლევს.
- რომელია ამბავი, რომელმაც შეცვალა თქვენი ცხოვრება და ხელოვნება ხსნად მოგევლინათ?
- ავადმყოფობამ საცერში გამიტარა დროთა სვლა და ბევრი უხილავი რამ ხილულად მიქცია. მან თვალწინ დამიდო სიცოცხლის ბრძმედში სატარებელი და უფლის ბეჭდით აღნიშნული გენის, ბედისწერის და თავისუფლების ქვაკუთხედობა. ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება... ხელოვნება კი ცხოვრების გზა-სავალის სანთლად ,,მებოძა“, რაც ძალიან მძიმეა და ამავე დროს, მსუბუქი. ბავშვობაში, ყველაფერს სპონტანურად ვქმნიდი, შემდეგ კი, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ხელოვნება დიდი პასუხისმგებლობაა უფლის, ხალხის და საკუთარი თავის წინაშე. ამიტომ ყოველი ხელის მოსმა თუ გონებრივი საზომი, სანამ ხალხამდე მივა, კარგად ასაწონ-დასაწონია. ყველაფერი სკოლიდან, ჩანახატებით და დღიურებით დაიწყო. შემდეგ სახელოვნებო არეალს ჩემი ლექსები, რომანი, მოთხრობები, მინიატურები და პიესები მოჰყვა. მიხარია, რომ საზოგადოებამ ჩემი ხელდებულები მიიღო. პირველი ნამუშევრები გაზეთებში იბეჭდებოდა, შემდეგ ჟურნალ „განთიადში“. წიგნების მხატვრობა ჩემს ქალიშვილს, თამარ ალავიძეს ეკუთვნის.
- თქვენი ლექსების კრებულს უწოდეთ ,,ფილოსოფია და ლირიკა უბის წიგნაკიდან“...
- ჩემი ორი მინიატურა: „შეცვლილი სურვილი“ და ,,ცამდე“ შესულია ლიტერატურული კონკურსის მიერ გამოცემულ კრებულში ,,ასი სიტყვა“. ლექსების კრებულში, რომელსაც ,,ფილოსოფია და ლირიკა უბის წიგნაკიდან“ვუწოდე, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების მარცვლები ჩავდე. იქ შესული ერთი ლექსიდან ამონარიდს შევთავაზებ თქვენს მკითხველს:
შემრჩეს სული ბავშვივით წმინდა;
მე სიხარულით თუ გამაოცებთ,
თორემ ტკივილი, თორემ ტკივილი
მაბადია რამდენიც გინდათ...
- თქვენი პიესით დადგმულ სპექტაკლს „გაგა“ წარმატება ხვდა წილად, რაზეა ეს პიესა?
- ჩემი ბოლო შემოქმედებითი საღამო 2017 წელს, გლდანის გამგეობაში ჩატარდა. 2019 წელს, გაეროს ეგიდით და მერიის თანდგომით დაიდგა ჩემი პიესა ,,გაგა“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სტუდია „მართვესთან“ არსებულ მოზარდთა თეატრის -„თეატრალი“ წარმოდგენას მაყურებლის აპლოდისმენტები არ მოკლებია. ინტეგრირებული სპექტაკლი „გაგა“ იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ მაყურებელი ცრემლებს სპექტაკლის დასრულების შემდეგაც ვერ მალავდა. პრემიერა სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში 2019 წლის 14 მაისს გაიმართა. სპექტაკლში მოქმედება თანამედროვე თბილისში ვითარდება. მოქმედი პირები მოზარდები არიან. სპექტაკლის თემა - ოჯახური ურთერთობები, ბრძოლა თაობებს შორის, ქუჩის ცხოვრება, თანატოლებს შორის ეგრეთწოდებული საქმის გარჩევები, ბულინგი და ის შეცდომებია, რასაც მოზარდი ხშირად ტრაგედიამდე მიჰყავს. თუმცა მთავარი გმირი მაყურებელს მაინც იმედიანი ფრაზით ემშვიდობება.
- ვინ მუშაობდა ამ სპექტაკლზე?
- სპექტაკლში ახმეტელის თეატრის მსახიობების და „თეატრალის“ აღსაზრდელების გარდა, მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის ორი ბავშვიც მონაწილეობს. სპექტაკლის რეჟისორი ნიჭიერი ადამიანი, ლაშა გოგნიაშვილია, რომელსაც მოზარდებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. რეჟისორმა როლები მოზარდებს სწორად მოარგო. მსახიოებებმა სცენაზე პერსონაჟები იმდენად ბუნებრივად წარმოადგინეს, რომ მაყურებელი მათ სცენიდან დიდხანს არ უშვებდა. სპექტაკლმა თეატრალურ ფესტივალზე გაიმარჯვა და 77 თეატრალურ დასს შორის მეორე საპრიზო ადგილი აიღო.
- ახლახან, ხელოვნების აკადემია „მართვეს" თეატრ-სტუდიამ „თეატრალები", თბილისის მერიის დაფინანსებით, თქვენი მეორე პიესის მიხედვით სპექტაკლი „მეგობრები" დადგა...
- ამ სპექტაკლში 11-დან 17 წლის მოზარდები მონაწილეობენ. რეჟისორი ისევ ლაშა გოგნიაშვილია, ქორეოგრაფი რომან ჯაჯანიძე. სპექტაკლის პრემიერა 2021 წლის 19 დეკემბერს გია ყანჩელის სახ. ბაღში მდებარე (არტოს ბაღი) ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. პანდემიამ საფრთხე ხელოვნებასაც შეუქმნა, მაგრამ ადამიანებში ხელოვნებასთან კომუნიკაციის სურვილი ვერ გააქრო, რაც აშკარად იგრძნობოდა პრემიერაზე დამსწრეთა მხრიდან.
- თქვენი შემოქმედებითი ბუნება პოეზიის გარდა თქვენს ნახატებსა და ნაქსოვ ნამუშევრებშიც აისახა, რა ტექნიკით ასრულებთ თქვენს ნამუშევრებს?
- პროზა და პოეზია ჩემი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ არანაკლები მუხტი ნახატის შექმნასაც მოაქვს. ვხატავ დედისგან, მაგული ლომთაძისგან ნასწავლი, მისეული ხატვის ტექნიკით, რასაც ოჯახში ,,ქსოვილის მოზაიკა“ ვუწოდეთ. ვხატავ გონების, გულისა და სულის საწიერით. ჩემი შემოქმედების გასაკუთრებული შემფასებლები შვილიშვილები, გიორგი და ლუკა არიან. მათი აზრი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ავადმყოფობა მძიმე ტვირთია. ფიზიკურ ტკივილს ოჯახის წევრები და მეგობრები მიმსუბუქებენ, სახელმწიფოც გვერდით მიდგას. ყოველი თანადგომა სიცოცხლის ძალას მმატებს და მომავლის იმედით მავსებს. მე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ეტლით მოსარგებლე პირი ვარ, თუმცა თამამად ვიტყვი, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, უფალი სიცოცხლის ძალას და გზას ყველას აძლევს...