ირაკლი ღარიბაშვილი სანდრო ბაზაძეს ჩემპიონობას ულოცავს

© courtesy of International Fencing Federationსანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2022
გამოწერა
სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე რუსეთის წარმომადგენელი კამილ იბრაგიმოვი დაამარცხა.
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასზე გამარჯვებას ულოცავს.
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე თბილისში ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებული გახდა. ფინალში ბაზაძემ რუსეთის წარმომადგენელი კამილ იბრაგიმოვი ანგარიშით 15:8 დაამარცხა. გადამწყვეტ დუელამდე ბაზაძემ ხუთი მეტოქე დაამარცხა.

„სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა - იგი პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო. ვულოცავ სანდროს, ჩვენს მოფარიკავეთა ნაკრებს და მთელ საქართველოს. შემდგომი წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს“, - ნათქვამია ღარიბაშვილის მილოცვის წერილში.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ბექა ბაზაძემ (სანდროს ძმამ) მიაღწია მერვედფინალურ ეტაპს, სადაც ამერიკელ ენდრიუ მაცკიევიჩთან დამარცხდა (13:15). სხვა ქართველი მოფარიკავეები ტურნირს ადრეულ სტადიაზე გამოეთიშნენ.
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2022
ისტორიული ოქრო - სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს თასის ეტაპი მოიგო
დღეს, 17 იანვარს, მსოფლიო თასის ეტაპზე გუნდური შეჯიბრებები გაიმართება. პირველ მატჩში საქართველოს ვაჟთა ნაკრები საუდის არაბეთის ნაკრებს შეხვდება, ქალთა ნაკრები კი - აზერბაიჯანს.
ყველა ახალი ამბავი
0