https://sputnik-georgia.com/20220116/17-ianvars-saswavlo-procesi-ganaxldeba-ganatlebis-saministros-gancxadeba-263646504.html
17 იანვარს სასწავლო პროცესი განახლდება: განათლების სამინისტროს განცხადება
17 იანვარს სასწავლო პროცესი განახლდება: განათლების სამინისტროს განცხადება
სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად განხორციელდება
2022-01-16T12:19+0400
2022-01-16T12:19+0400
2022-01-16T12:20+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250765017_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_329fb270c673008fc4d9a80c6c0146bd.jpg
თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 17 იანვარს განახლდება.სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განსაახლებლად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია, აცხადებენ განათლების სამინისტროში.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მშობლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს სურვილის შემთხვევაში გაკვეთილების დისტანციურად ჩატარება შეუძლიათ.უწყების ცნობით, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება.რეკომენდაციების მიხედვით, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული არიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას.ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73%.უწყების ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ასევე, ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში.დისტანციური სწავლების მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა >>მოსწავლეებისთვის კვლავ იფუნქციონირებს „ტელესკოლის“ პროექტი.ახალი სემესტრიდან ონლაინ-სწავლებაზე გადასვლის განაცხადი 5.156-მა მშობელმა შეიტანა, 6.277-მა კი ონლაინ-სწავლების რეგისტრაცია გააუქმა.გასულ სემესტრში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენისას სწავლის დისტანციურ რეჟიმზე სკოლები ან ცალკეული კლასები გადადიოდა.წყარო - განათლების სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250765017_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7012d73106f6dd371222187ba65cbf22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში
17 იანვარს სასწავლო პროცესი განახლდება: განათლების სამინისტროს განცხადება
12:19 16.01.2022 (განახლებულია: 12:20 16.01.2022) სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად განხორციელდება
თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 17 იანვარს განახლდება.
სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განსაახლებლად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია, აცხადებენ განათლების სამინისტროში.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მშობლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს სურვილის შემთხვევაში გაკვეთილების დისტანციურად ჩატარება შეუძლიათ.
უწყების ცნობით, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება.
რეკომენდაციების მიხედვით, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული არიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას.
ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73%.
უწყების ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ასევე, ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში.
მოსწავლეებისთვის კვლავ იფუნქციონირებს „ტელესკოლის“ პროექტი.
ახალი სემესტრიდან ონლაინ-სწავლებაზე გადასვლის განაცხადი 5.156-მა მშობელმა შეიტანა, 6.277-მა კი ონლაინ-სწავლების რეგისტრაცია გააუქმა.
გასულ სემესტრში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენისას სწავლის დისტანციურ რეჟიმზე სკოლები ან ცალკეული კლასები გადადიოდა.