https://sputnik-georgia.com/20220113/distanciuri-swavlebis-msurvel-moswavleta-raodenoba-semcirda-263602504.html
დისტანციური სწავლების მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა
დისტანციური სწავლების მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა
Sputnik საქართველო
ონლაინ-სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 13.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-13T22:57+0400
2022-01-13T22:57+0400
2022-01-13T22:57+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249831275_0:146:1920:1226_1920x0_80_0_0_1d32f828aee5fd69e62e4887b9d7a6ad.jpg
თბილისი, 13 იანვარი - Sputnik. ახალი სემესტრიდან, რომელიც 17 იანვარს დაიწყება, ონლაინ-სწავლებაზე გადასვლის განაცხადი 5.156-მა მშობელმა შეიტანა, 6.277-მა კი ონლაინ-სწავლების რეგისტრაცია გააუქმა.საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge.ონლაინ-სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.უწყების განმარტებით, ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, მათთვის ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.სასწავლო პროცესი 17 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, საკლასო ოთახებში გაგრძელდება. მაგრამ სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.გასულ სემესტრში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენისას სწავლის დისტანციურ რეჟიმზე სკოლები ან ცალკეული კლასები გადადიოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249831275_46:0:1874:1371_1920x0_80_0_0_0c8c584fa4c40f79f4ee02a1f09f2749.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში
დისტანციური სწავლების მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა
ონლაინ-სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს
თბილისი, 13 იანვარი - Sputnik. ახალი სემესტრიდან, რომელიც 17 იანვარს დაიწყება, ონლაინ-სწავლებაზე გადასვლის განაცხადი 5.156-მა მშობელმა შეიტანა, 6.277-მა კი ონლაინ-სწავლების რეგისტრაცია გააუქმა.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge.
ონლაინ-სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.
უწყების განმარტებით, ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, მათთვის ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
სასწავლო პროცესი 17 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, საკლასო ოთახებში გაგრძელდება. მაგრამ სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.
გასულ სემესტრში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენისას სწავლის დისტანციურ რეჟიმზე სკოლები ან ცალკეული კლასები გადადიოდა.