https://sputnik-georgia.com/20220115/saqartvelos-prezidents-ceskos-tavmjdomareobis-kandidatta-sia-warudgines-263642362.html
საქართველოს პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია წარუდგინეს
საქართველოს პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია წარუდგინეს
Sputnik საქართველო
კომისიამ პრეზიდენტს სამი კანდიდატურა წარუდგინა, შერჩევა მხოლოდ გიორგი შაიშმელაშვილმა ვერ გაიარა
2022-01-15T22:46+0400
2022-01-15T22:46+0400
2022-01-15T22:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129763_0:28:1280:748_1920x0_80_0_0_976eedffbd300d33e3b54fe0480bc13f.jpg
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საკონკურსო კომისიამ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები შეარჩია, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ოთხი კანდიდატი იბრძოდა: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ვაკის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თამაზ ფოლადაშვილი, სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი და კონსტიტუციონალისტი თენგიზ თევზაძე და ენერგეტიკის ასოციაციის დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი.კომისიამ პრეზიდენტს სამი კანდიდატურა წარუდგინა, შერჩევა მხოლოდ გიორგი შაიშმელაშვილმა ვერ გაიარა.რაც შეეხება კომისიის წევრებს, ორ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტს ოთხი კანდიდატი წარუდგინეს: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა თითო ადგილზე ორ-ორი კანდიდატი უნდა შეარჩიოს და პარლამენტს წაუდგინოს.პოლიტიკოსებს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შორის ფავორიტები შერჩეული ჰყავთ >>დეპუტატები კანდიდატებს მოუსმენენ და კენჭისყრის პროცედურა დაიწყება. ცესკოს თავმჯდომარე გახდება ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი 148 დეპუტატიდან 2/3-ის მხარდაჭერას მიიღებს.თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ასეთი მხარდაჭერა, ჩატარდება მეორე კენჭისყრა და კანდიდატი, რომელიც დეპუტატთა ხმების უმრავლესობას მიიღებს, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება.დღეისათვის არცერთ პარტიას არ გააჩნია ხმების 2/3 იმისათვის, რომ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა უზრუნველყოს. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი მანდატები, რათა განმეორებით კენჭისყრაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს.წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129763_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_3d101aa9f215fd9162f0897a00c74a5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრეზიდენტი ცესკო თავმჯდომარე კანდიდატები სია
პრეზიდენტი ცესკო თავმჯდომარე კანდიდატები სია
საქართველოს პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია წარუდგინეს
22:46 15.01.2022 (განახლებულია: 22:49 15.01.2022) კომისიამ პრეზიდენტს სამი კანდიდატურა წარუდგინა, შერჩევა მხოლოდ გიორგი შაიშმელაშვილმა ვერ გაიარა
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საკონკურსო კომისიამ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები შეარჩია, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ოთხი კანდიდატი იბრძოდა: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ვაკის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თამაზ ფოლადაშვილი, სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი და კონსტიტუციონალისტი თენგიზ თევზაძე და ენერგეტიკის ასოციაციის დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი.
კომისიამ პრეზიდენტს სამი კანდიდატურა წარუდგინა, შერჩევა მხოლოდ გიორგი შაიშმელაშვილმა ვერ გაიარა.
რაც შეეხება კომისიის წევრებს, ორ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტს ოთხი კანდიდატი წარუდგინეს: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.
კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა თითო ადგილზე ორ-ორი კანდიდატი უნდა შეარჩიოს და პარლამენტს წაუდგინოს.
დეპუტატები კანდიდატებს მოუსმენენ და კენჭისყრის პროცედურა დაიწყება. ცესკოს თავმჯდომარე გახდება ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი 148 დეპუტატიდან 2/3-ის მხარდაჭერას მიიღებს.
თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ასეთი მხარდაჭერა, ჩატარდება მეორე კენჭისყრა და კანდიდატი, რომელიც დეპუტატთა ხმების უმრავლესობას მიიღებს, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება.
დღეისათვის არცერთ პარტიას არ გააჩნია ხმების 2/3 იმისათვის, რომ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა უზრუნველყოს. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი მანდატები, რათა განმეორებით კენჭისყრაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს.