მძღოლების საყურადღებოდ! საქართველოს გზებზე შეზღუდვების არეალი ფართოვდება

© courtesy of Roads Departmentთოვლი გზებზე
თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2022
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უამინდობა უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება.
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე დღეიდან გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, ძლიერი ქარის და დაბალი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110კმ (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-186-ე კმ (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე.
ხოლო, 138-186-ე კმ (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის 1-30-ე კმ (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დილით შეზღუდვა ასევე დაწესდა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-106-ე მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სნოპტიკოსების პროგნოზებით, უამინდობა რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ყველა ახალი ამბავი
0