საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა

© Sputnik / Vladimir Umikashvili გაწმენდითი სამუშაოები
გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2022
გამოწერა
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. უამინდობის გამო გზებზე დღეიდან გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-106-ე მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ყველა ახალი ამბავი
0