მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთი მხარს არ უჭერს: მინისტრი ანტიირანულ სანქციებს ეხმაურება

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშივან ი
ვან ი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2022
გამოწერა
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ჩინეთი მხარს არ უჭერს ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციების დაწესებასა და რეგიონის ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ.
ჩინეთისა და ირანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები — ვან ი და ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი ერთმანეთს ჩინეთის ქალაქ უსიში შეხვდნენ, რა დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად, 25 წლიანი სტრატეგიული შეთანხმების რეალიზაციის დაწყებაზე მოილაპარაკეს.

„ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ირანისთვის უკანონო ცალმხრივი სანქციების დაწესებას, ადამიანის უფლებების თემის პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოყენებას, ირანისა და რეგიონის სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას“, — განაცხადა ვან იმ.

მისი თქმით, ჩინეთი მზადაა, რომ ირანთან ერთად განაგრძოს ერთმანეთის მხარდაჭერა მხარეთა ძირითადი ინტერესების დაცვაში,
დაუპირისპირდეს ჰეგემონიზმსა და ძალის პოლიტიკას და ერთობლივად დაიცვან საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმები, უზრუნველყოს საერთაშორისო მიუკერძოებლობა და სამართლიანობა.
მხარეებმა ასევე განიხილეს ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთის საკითხი და ირანის ბირთვულ საკითხზე ერთობლივი სამოქმედო გეგმის გარშემო არსებული ვითარება.
წყარო: РИА Новости
ყველა ახალი ამბავი
0