„ნაცმოძრაობა“ პარტიაში მეტი ახალგაზრდის მოზიდვას გეგმავს

© photo: Sputnik / Stringerნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
გამოწერა
რამდენიმე თვეში „ნაცმოძრაობა“ გეგმავს დიდი ყრილობის ჩატარებას პარტიის ახალგაზრდული ფრთის ჩართულობით.
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (ენმ) ახალგაზრდების მასობრივად მოზიდვის გარეშე არ ექნება განვითარების შანსი, მიიჩნევს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.
კვირის დასაწყისში ენმ-ის ყრილობა გაიმართა, რომლის მიმდინარეობის დროსაც მნიშვნელოვანი თანამდებობები დაიკავეს პარტიის უკვე ცნობილმა სახეებმა. მელიამ დატოვა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა, მაგრამ პარტიის თავმჯდომარის პოსტი შეინარჩუნა. მისი ადგილი პოლიტსაბჭოში კობა ნაყოფიამ დაიკავა.

„ამ პარტიის განვითარების თეორიულ შანსსაც კი ვერ ვხედავ მასობრივად ახალგაზრდების მოზიდვის გარეშე. ახლა იქმნება ახალგაზრდული მოძრაობა, სტრუქტურირებული ორგანიზებული ერთეული, რომელიც არ ჰყავდა. ესეც უცნაურია,“, - განაცხადა მელიამ „TV პირველის“ ეთერში.

მელიას განცხადებით, მაქსიმუმ ორ-სამ თვეში შედგება პარტიის ახალგაზრდული ფრთის „საინტერესო და დიდი“ ყრილობა.
„საზოგადოებას წარვუდგენთ ბევრ წარმატებულ, შეიძლება ამ ეტაპისთვის ფართო საზოგადოებისთვის უცნობ ახალგაზრდას. მჯერა, რომ ეს ადამიანები იქნებიან ქართული პოლიტიკური სისტემის მომავალი“, - აღნიშნა მელიამ.
ამასთან ერთად მელია არასწორად თვლის იმაზე საუბარს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი.
ამომრჩეველთა ბაზა შეიცვალა. არ არსებობს, რომ ამომრჩევლებმა საკუთარი არჩევანი არ შეცვალონ არჩევნებიდან არჩევნებამდე, აღნიშნა მელიამ.
პოლიტიკოსის თქმით, ბოლო პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბევრი სხვადასხვა კატეგორიის და პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველი შეიძინა. თუმცა ის მიიჩნევს, რომ მათი პარტიის ამომრჩეველთა რიცხვი კიდევ მეტად უნდა გაიზარდოს.
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
სააკაშვილსა და მელიას შორის უთანხმოებაა? ექსპერტი „ნაცმოძრაობაში“ საკადრო ცვლილებებზე
მისი აზრით, პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დააფიქსიროს დაახლოებით 10%-იანი ზრდა, იმისთვის, რომ გაიზარდოს მხარდაჭერა, ამისათვის უნდა ვიყოთ მეტად თანმიმდევრულები, სტრატეგიაში უნდა შევიტანოთ სერიოზული ცვლილებები, განაცხადა მელიამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგად, რომელიც ქვეყანაში 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის შემდეგ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო.
პარტიამ მეორე ადგილი დაიკავა და ხმების 30,6%-ზე მეტი მიიღო. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პირველ ადგილზეა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ბოლო არჩევნებში „ოცნებამ“ ხმების 46,7%-ზე მეტი მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0