https://sputnik-georgia.com/20220112/saakashvilsa-da-melias-shoris-utanxmoebaa-263547302.html
სააკაშვილსა და მელიას შორის უთანხმოებაა? ექსპერტი „ნაცმოძრაობაში“ საკადრო ცვლილებებზე
სააკაშვილსა და მელიას შორის უთანხმოებაა? ექსპერტი „ნაცმოძრაობაში“ საკადრო ცვლილებებზე
Sputnik საქართველო
რამაზ საყვარელიძის ვარაუდით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებების მიზეზი შეიძლება იყოს დაძაბულობა მელიასა და სააკაშვილს შორის. 12.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-12T11:19+0400
2022-01-12T11:19+0400
2022-01-12T14:51+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მოსაზრება
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260566385_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_a6c25058b8b2d33f4346df15ecdd106e.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ნიკა მელიას გადადგომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან შესაძლოა უკავშირდებოდეს ექს-პრეზიდენტთან და პარტიის დამფუძნებელ მიხეილ სააკაშვილთან მის დაძაბულ ურთიერთობას, ივარაუდა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.10 იანვარს ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მისი ადგილი დაიკავა კობა ნაყოფიამ, რომელიც მანამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ნაყოფია კი შეცვალა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდა.რაც შეეხება მელიას პირდაპირ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საკადრო ცვლილებები პარტიას გამარჯვებამდე მიიყვანს, საყვარელიძის თქმით, ეს სიტყვები „ღიმილის მომგვრელია“.„ჩვენ თვალს ვადევნებთ იმავე კადრებს – იმავე ნაყოფიას, იმავე ცისკარიშვილს. ისინი პარტიაში დიდი ხანია არიან, მაგრამ ამით „ნაცმოძრაობას“ ბევრი არაფერი მოუგია. 2012 წლიდან პარტია ქრონიკულად მარცხდება“, – აღნიშნა საყვარელიძემ.რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასწარ გამოცხადებულ საპროტესტო აქციებს, ექსპერტის თქმით, იგი შედეგს კვლავაც ვერ გამოიღებს. „ეს შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ისე სუსტია, როგორც არასდროს. თითქოს მათი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას მათი აღმასვლა უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს არ მომხდარა. ხალხის რაოდენობა არ იზრდება, პირიქით, სულ უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვთ. სხვა რესურსები კი აღმასვლისთვის მათ უკვე აღარ გააჩნიათ“, – დაასკვნა საყვარელიძემ.ადრე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ აპირებდნენ ე.წ. „დაუმორჩილებლობის ჯგუფის“ შექმნას და მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამართვას. ამ გეგმებზე სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
https://sputnik-georgia.com/20220111/cvlilebebi-aucilebelia-meliam-enm-si-gadaadgilebebis-sesaxeb-isaubra-263510273.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260566385_61:0:1200:854_1920x0_80_0_0_3b46a438db903ed4cf9fe3a20909aa02.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მოსაზრება, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, მოსაზრება, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილსა და მელიას შორის უთანხმოებაა? ექსპერტი „ნაცმოძრაობაში“ საკადრო ცვლილებებზე
11:19 12.01.2022 (განახლებულია: 14:51 12.01.2022) რამაზ საყვარელიძის ვარაუდით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებების მიზეზი შეიძლება იყოს დაძაბულობა მელიასა და სააკაშვილს შორის.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ნიკა მელიას გადადგომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან შესაძლოა უკავშირდებოდეს ექს-პრეზიდენტთან და პარტიის დამფუძნებელ მიხეილ სააკაშვილთან მის დაძაბულ ურთიერთობას, ივარაუდა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ
„Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.
10 იანვარს ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მისი ადგილი დაიკავა კობა ნაყოფიამ, რომელიც მანამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ნაყოფია კი შეცვალა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდა.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ პარტიაში გარკვეული დაძაბულობაა ლიდერებს შორის. კერძოდ, დადიოდა ხმები სააკაშვილსა და მელიას შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ. არ არის გამორიცხული, რომ ეს სიმართლესთან ახლოს იყოს. თუ რეალობა ასეთია, მაშინ ამ დაპირისპირებამ იქონია გავლენა მელიას თანამდებობიდან წასვლაზე და ალბათ უნდა ველოდოთ, რომ ახლო მომავალში მას მოხსნიან სხვა თანამდებობიდანაც – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან“, – განაცხადა საყვარელიძემ.
რაც შეეხება მელიას პირდაპირ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საკადრო ცვლილებები პარტიას გამარჯვებამდე მიიყვანს, საყვარელიძის თქმით, ეს სიტყვები „ღიმილის მომგვრელია“.
„ჩვენ თვალს ვადევნებთ იმავე კადრებს – იმავე ნაყოფიას, იმავე ცისკარიშვილს. ისინი პარტიაში დიდი ხანია არიან, მაგრამ ამით „ნაცმოძრაობას“ ბევრი არაფერი მოუგია. 2012 წლიდან პარტია ქრონიკულად მარცხდება“, – აღნიშნა საყვარელიძემ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასწარ გამოცხადებულ საპროტესტო აქციებს, ექსპერტის თქმით, იგი შედეგს კვლავაც ვერ გამოიღებს.
„ეს შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ისე სუსტია, როგორც არასდროს. თითქოს მათი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას მათი აღმასვლა უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს არ მომხდარა. ხალხის რაოდენობა არ იზრდება, პირიქით, სულ უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვთ. სხვა რესურსები კი აღმასვლისთვის მათ უკვე აღარ გააჩნიათ“, – დაასკვნა საყვარელიძემ.
ადრე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ აპირებდნენ ე.წ. „დაუმორჩილებლობის ჯგუფის“ შექმნას და მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამართვას. ამ გეგმებზე სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.