https://sputnik-georgia.com/20220114/iwyeba-ceskos-tavmjdomareobisa-da-wevrobis-kandidatebtan-gasaubreba-263605644.html
იწყება ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება
იწყება ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება
Sputnik საქართველო
რადგანაც ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის და ცესკოს ორი წევრის უფლებამოსილება 2 თებერვალს იწურება, ახალი კონკურსის ჩატარება გახდა საჭირო
2022-01-14T09:43+0400
2022-01-14T09:43+0400
2022-01-14T09:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260121549_0:85:1280:805_1920x0_80_0_0_70b1af2e06e43c9fe8e3cc3d3219645a.jpg
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია ცნობილია.ახალი კონკურსის ჩატარება საჭირო იმიტომ გახდა, რომ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის და ცესკოს ორი წევრის უფლებამოსილება 2 თებერვალს იწურება.კანდიდატებთან გასაუბრება დღეს, 10:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ–გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველი ოთხი კანდიდატია, ხოლო ცესკოს წევრობის მსურველი - შვიდი.ცესკოს თავმჯდომარეობა კვლავ სურს მოქმედ ხელმძღვანელ, გიორგი კალანდარიშვილს, ასევე თამაზ ფოლადაშვილს, თენგიზ თევზაძეს და გიორგი შაიშმელაშვილს.რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, ღია კონკურსში შვიდიკანდიდატი მონაწილეობს: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, ციალა შავაძე, რუსუდან მუმლაძე-ავალიანი, მამუკა ხოლეგაშვილი, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი. მათთან გასაუბრება დღეიდან იწყება.გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, თუ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დეპუტატების ორი მესამედის (100 ხმა და მეტი) მხარდაჭერას ვერ მიიღებს, გაიმართება ხელახალი კენჭისყრა, სადაც მის ასარჩევად მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) იქნება საკმარისი.2021 წლის აგვისტოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება მხოლოდ ექვსი თვით შეძლო და მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდაჭერა მიიღო.
https://sputnik-georgia.com/20211219/saqartvelosi-ceskos-tavmjdomaris-arcevis-procedura-seicvala-262978284.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260121549_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_0dd875ac1f01710f7441fe49e178a887.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ცესკო თავმჯდომარე პრეზიდენტი
ცესკო თავმჯდომარე პრეზიდენტი
იწყება ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება
09:43 14.01.2022 (განახლებულია: 09:48 14.01.2022) თუ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დეპუტატთა ორი მესამედის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, გაიმართება ხელახალი კენჭისყრა, სადაც უკვე უბრალო უმრავლესობა იქნება საკმარისი.
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია ცნობილია.
ახალი კონკურსის ჩატარება საჭირო იმიტომ გახდა, რომ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის და ცესკოს ორი წევრის უფლებამოსილება 2 თებერვალს იწურება.
კანდიდატებთან გასაუბრება დღეს, 10:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ–გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის
ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველი ოთხი კანდიდატია, ხოლო ცესკოს წევრობის მსურველი - შვიდი.
ცესკოს თავმჯდომარეობა კვლავ სურს მოქმედ ხელმძღვანელ, გიორგი კალანდარიშვილს, ასევე თამაზ ფოლადაშვილს, თენგიზ თევზაძეს და გიორგი შაიშმელაშვილს.
რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, ღია კონკურსში შვიდიკანდიდატი მონაწილეობს: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, ციალა შავაძე, რუსუდან მუმლაძე-ავალიანი, მამუკა ხოლეგაშვილი, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი. მათთან გასაუბრება დღეიდან იწყება.
გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, თუ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დეპუტატების ორი მესამედის (100 ხმა და მეტი) მხარდაჭერას ვერ მიიღებს, გაიმართება ხელახალი კენჭისყრა, სადაც მის ასარჩევად მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) იქნება საკმარისი.
2021 წლის აგვისტოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება მხოლოდ ექვსი თვით შეძლო და მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდაჭერა მიიღო.