საქართველოში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურა შეიცვალა

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2021
გამოწერა
თუ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დეპუტატთა ორი მესამედის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, გაიმართება ხელახალი კენჭისყრა, სადაც უკვე უბრალო უმრავლესობა იქნება საკმარისი
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელთა თანახმადაც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურა იცვლება.
კანონის ახალი ვერსიით, თუ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დეპუტატების ორი მესამედის (100 ხმა და მეტი) მხარდაჭერას ვერ მიიღებს, გაიმართება ხელახალი კენჭისყრა, სადაც მის ასარჩევად მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) იქნება საკმარისი.
მიმდინარე წელს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი უკვე მეორედ იცვლება. წინა გადაწყვეტილებით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევას დეპუტატების 2/3 მხარდაჭერა სჭირდებოდა, მაგრამ თუ ეს არ მოხდებოდა, საკმარისი იქნებოდა სამი მეხუთედის (90 ხმა და მეტი) მხარდაჭერა.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
საქართველოში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი ისევ შესაძლოა შეიცვალოს
მაგრამ თუ ესეც არ მოხდა, იმართება მესამე კენჭისყრა და უკვე საკმარისია მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი), მაგრამ ამ შემთხვევაში ცესკოს ხელმძღვანელი ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.
ცვლილების ინიციატორების თქმით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლის გადაწყვეტილება ნაკარნახევია იმ სირთულეებით, რაც დეპუტატებს შეექმნათ ამ პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის ახალი კანონმდებლობით არჩევისას.
აგვისტოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება მხოლოდ ექვსი თვით შეძლო და მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდაჭერა მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0