საქართველოში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი ისევ შესაძლოა შეიცვალოს

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
გამოწერა
„ქართული ოცნება“ კანონმდებლობის გამარტივებას აპირებს, რადგან ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წინა გამოცდილებამ ხარვეზები გამოავლინა.
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლის ინიციატივით გამოდის, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები
საქართველოს საარჩევნო კოდექსში ზაფხულში მიღებული ცვლილებების მიხედვით, სრული ვადით (ხუთი წლით) თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100 ხმა და მეტი), შემდეგ სამმა მეხუთედმა (90 ხმა და მეტი). თუ ეს არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.
კობახიძის თქმით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლის გადაწყვეტილება ნაკარნახევია იმ სირთულეებით, რაც დეპუტატებს შეექმნათ ამ პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის ახალი კანონმდებლობით არჩევისას.
აგვისტოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება მხოლოდ ექვსი თვით შეძლო და მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდაჭერა მიიღო.
„ჩვენ ვამარტივებთ კანონმდებლობას, რადგან არჩევის განვლილმა პროცესმა ხარვეზები გამოავლინა“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0