https://sputnik-georgia.com/20220113/safina-berulava-evropis-cempionatze-figuruli-sriali-263578612.html
ქართველი მოციგურავეების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე – საფინა და ბერულავა ფინალში არიან
ქართველი მოციგურავეების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე – საფინა და ბერულავა ფინალში არიან
Sputnik საქართველო
ფიგურულ სრიალში წყვილთა შორის ქართველი სპორტსმენები ტალინში მიმდინარე ჩემპიონატზე ფინალში გავიდნენ
2022-01-13T13:53+0400
2022-01-13T13:53+0400
2022-01-13T16:23+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
ესტონეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259905296_0:37:3025:1739_1920x0_80_0_0_789be14091c5d48cd3180915a7e384ba.jpg
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. სპორტულ წყვილებში მოასპარეზე ქართველმა მოციგურავეებმა კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილი დაიკავეს.ქართულმა წყვილმა 61,93 ქულა დააგროვა (34,43 ტექნიკური ელემენტები + 28,50 პროგრამული კომპონენტები). ამ შედეგით საფინა და ბერულავა ფინალში გავიდნენ, სადაც 21-დან 16 წყვილი გადიოდა. უნდა აღინიშნოს, რომ 17 წლის კარინა საფინა და 19 წლის ლუკა ბერულავა უფროსების ასპარეზობაში პირველად მონაწილეობდნენ.მოკლე პროგრამის შემდეგ პირველი ადგილი დაიკავა დუეტმა რუსეთიდან – ანასტასია მიშინა/ალექსანდრ გალიამოვი, რომელმაც 82,36 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ რუსებმა მოკლე პროგრამაში გამოსვლის მსოფლიო რეკორდი დაამყარეს და წინა საუკეთესო შედეგი 0,02 ქულით გააუმჯობესეს.ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში: მორის ყვითელაშვილი მეოთხე ადგილზეა – ვიდეო>>სპორტული წყვილები მაყურებელსა და ჟიურის თავისუფალ პროგრამას 13 იანვარს წარუდგენენ. საფინა და ბერულავა ყინულზე მე-11 ნომრად, ბოლოსწინა ჯგუფში გავლენ.
საქართველო
ესტონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259905296_68:0:2799:2048_1920x0_80_0_0_e3b1c047216dfe9a9f6f488821dea121.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფიგურული სრიალი საფინა ბერულავა ჩემპიონატი
ფიგურული სრიალი საფინა ბერულავა ჩემპიონატი
ქართველი მოციგურავეების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე – საფინა და ბერულავა ფინალში არიან
13:53 13.01.2022 (განახლებულია: 16:23 13.01.2022) ქართულმა დუეტმა მოკლე პროგრამის შემდეგ 61,93 ქულა მიიღო, ამ შედეგით საფინა და ბერულავა ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. სპორტულ წყვილებში მოასპარეზე ქართველმა მოციგურავეებმა კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილი დაიკავეს.
ქართულმა წყვილმა 61,93 ქულა დააგროვა (34,43 ტექნიკური ელემენტები + 28,50 პროგრამული კომპონენტები). ამ შედეგით საფინა და ბერულავა ფინალში გავიდნენ, სადაც 21-დან 16 წყვილი გადიოდა. უნდა აღინიშნოს, რომ 17 წლის კარინა საფინა და 19 წლის ლუკა ბერულავა უფროსების ასპარეზობაში პირველად მონაწილეობდნენ.
მოკლე პროგრამის შემდეგ პირველი ადგილი დაიკავა დუეტმა რუსეთიდან – ანასტასია მიშინა/ალექსანდრ გალიამოვი, რომელმაც 82,36 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ რუსებმა მოკლე პროგრამაში გამოსვლის მსოფლიო რეკორდი დაამყარეს და წინა საუკეთესო შედეგი 0,02 ქულით გააუმჯობესეს.
სპორტული წყვილები მაყურებელსა და ჟიურის თავისუფალ პროგრამას 13 იანვარს წარუდგენენ. საფინა და ბერულავა ყინულზე მე-11 ნომრად, ბოლოსწინა ჯგუფში გავლენ.