პრემიერი: ვიქტორ სანეევმა ჩვენს ქვეყანას მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი

© Yuri Somovვიქტორ სანეევი
ვიქტორ სანეევი - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
გამოწერა
ვიქტორ სანეევი 3 იანვარს გარდაიცვალა, იგი ავსტრალიაში, სიდნეის გარეუბანში დღეს დაკრძალეს.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარული სპორტსმენის ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 76 წლის ვიქტორ სანეევი 3 იანვარს სიდნეიში გარდაიცვალა.
„ვიქტორ სანეევმა საკუთარი საქმის სიყვარულით სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას მთელ მსოფლიოში. მისი შეუპოვარი სულის დამსახურებაა, რომ იგი გახდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, საერთაშორისო ჩემპიონატებში მრავალგზის გამარჯვებული. ვიზიარებთ ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებთ ქართულ სპორტულ საზოგადოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვიქტორ სანეევის დაკრძალვის ცერემონია 13 იანვარს სიდნეის გარეუბან საზერლენდში, ოლსენის ცერემონიალურ სამლოცველოში თბილისის დროით 04:55 სთ-ზე გაიმართა (სიდნეის დროით 11:55 სთ-ზე).
ვიქტორ სანეევი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მიენიჭება
სანეევმა მძლეოსნობაში კარიერა 1956 წელს დაიწყო სიმაღლეზე ხტომით, 1963 წლიდან კი სამხტომში გამოდიოდა.
ვიქტორ სანეევი – სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია სამხტომში (1968, 1972, 1976), აგრეთვე 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი; ევროპის ორგზის ჩემპიონი (1969, 1974), საბჭოთა კავშირის რვაგზის ჩემპიონი. სამჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი სამხტომში (17,23 მ, 17,39 მ და 17,44 მ).
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სანეევი ავსტრალიაში მწვრთნელად სამუშაოდ წავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0