Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსის პროფილაქტიკის მთავარი ხერხი – ექიმი გვირჩევს

© Facebook / Maiko Ratianiმაია რატიანი
მაია რატიანი - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
გამოწერა
პანდემიის მიუხედავად ცხოვრება გრძელდება და ადამიანებმა ვირუსისგან თავდასაცავად ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდები უნდა გამოიყენონ.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება დღეს ვაქცინაცია, მოსახლეობის მასობრივი იმუნიზაციაა, განუცხადა Sputnik–საქართველოს ექიმმა–თერაპევტმა მაია რატიანმა.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ: პანდემიასთან ბრძოლისა და მისი პროფილაქტიკისთვის ვაქცინაციაზე საუკეთესო საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს“, – აღნიშნა ექიმმა.
მისი თქმით, ვაქცინაცია ინფიცირებისგან არ იცავს, მაგრამ იცავს გართულებებისგან.
„ვაქცინა იძლევა გარანტიას, რომ დაავადება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით წარიმართება. პაციენტი არ მოკვდება“, – განაცხადა რატიანმა.
ექიმის თქმით, მის ოჯახში ყველა ვაქცინირებულია, მშობლებიდან დაწყებული, ბავშვებით დამთავრებული. ამასთან, ყველამ გადაიტანა კორონავირუსი, მაგრამ დროული ვაქცინაციის წყალობით, 80 წლის მამის შემთხვევაშიც კი, რომელსაც ქრონიკული დაავადება აქვს, სტაციონარული მკურნალობა საჭირო არ გახდა.
რატიანმა აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის გარდა საჭიროა გვახსოვდეს სხვა პროფილაქტიკური ზომებიც – პირბადე, სოციალური დისტანცია და პირადი ჰიგიენა.
„მნიშვნელოვანია პირბადის სწორად ტარება. ჯობს სამედიცინო პირბადის გამოყენება. პირბადემ უნდა დაფაროს ცხვირი, პირი და ნიკაპი“, – აღნიშნა ექიმმა.
მისი თქმით, პირბადის სწორად ტარება, შენობის განიავება და ზედაპირების სპეციალური ხსნარებით გაწმენდა დაეხმარა მას, რომ პაციენტებისგან კორონავირუსი არ გადასდებოდა.
„დღეში ათობით პაციენტს ვიღებთ. მათ შორის მოდიან მაღალი ტემპერატურით, ხველებით და კორონავირუსით უკვე ინფიცირებულები. პირბადე ყველას სწორად არ უკეთია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის პროფილაქტიკური ზომები, რომლებსაც ორი წლის განმავლობაში მივმართავდი, დამეხმარა, რომ კორონავირუსი ჩემი პაციენტებისგან არ გადამდებოდა“, – აღნიშნა რატიანმა.
როგორ განვასხვავოთ კორონავირუსი სურდოსგან: ექიმის განმარტება>>
მისი თქმით, ვირუსი მას ოჯახის წევრებისგან გადაედო, მაგრამ რადგან ყველა ვაქცინირებული იყო, დაავადება პრაქტიკულად უსიმპტომოდ განვითარდა.
მიუხედავად პანდემიისა, ცხოვრება გრძელდება. ადამიანები ყოველდღიურად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, დადიან სამსახურში, პროფესიიდან გამომდინარე, ურთიერთობენ კლიენტებთან. ამიტომ პირბადის სწორად გამოყენება, ხელების ხშირი დაბანა და დეზინფექცია საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების დაცვისთვის ისე, რომ ყოველდღიური ცხოვრების რიტმიდან არ ამოვვარდეთ, აღნიშნა მაია რატიანმა.
ლიზა შელია
ყველა ახალი ამბავი
0