Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

48 გარდაცვლილი: როგორია ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.326-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 979.235-ს მიაღწია.
თბილისი, 13 იანვარი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5.326 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 3.148 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარის რეგიონი, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

აჭარა – 563, იმერეთი – 437, შიდა ქართლი – 277, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 226, კახეთი – 178, ქვემო ქართლი – 176, გურია – 148, მცხეთა-მთიანეთი – 92, სამცხე-ჯავახეთი – 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.044 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 922.411-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 48 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14.359-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 42.439 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.436 პაციენტი.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.075 ადამიანი, მათ შორის 1.330 – თბილისში, 520 – აჭარაში.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათგან თბილისში — 71, აჭარაში — 4.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 13 იანვარი
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34.035 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.326-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 979.235-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0