Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 13 იანვარი

© Pixabay / jarmolukლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 922.411 ადამიანი; ჩატარებულია 2.588.299 აცრა, ერთ დღეში აცრილია 9.700 ადამიანი.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.326-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 979.235-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 922.411 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.044), გარდაიცვალა – 14.359 (ბოლო 24 საათში – 48). კარანტინის რეჟიმშია 74, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.436 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.075 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 55.474 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32.029, PCR–ტესტით – 23.445.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,6%, ბოლო 14 დღის – 8,86%, ბოლო 7 დღის – 9,91%.
სულ ჩატარებულია 2.588.299 აცრა, ერთ დღეში აცრილია 9.700 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge
ყველა ახალი ამბავი
0