თბილისში დევნილმა პირებმა პროტესტის ნიშნად შესაძლოა კარვები გაშალონ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliაქცია ჯანდმაცვის სამინისტროსთან
აქცია ჯანდმაცვის სამინისტროსთან - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
გამოწერა
დევნილებისთვის მიუღებელია სამინისტროს მოწოდება ქირით გადასვლის შესახებ
თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. თბილისში დევნილების პროტესტი გრძელდება - ნაძალადევის რაიონში მდებარე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს.
დევნილები დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ილია ღუდუშაურს შეხვდნენ. მათ მიიღეს დაპირება, რომ ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ, მანამდე კი სამინისტროს წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს დროებით ქირით გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
შეხვედრით უკმაყოფილო დევნილებმა შემდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ პრობლემების გადაჭრის ნაცვლად მათ მხოლოდ ქირით გადასვლა შესთავაზა, რაც, მათი თქმით, მიუღებელია. დევნილებისთვის უცნობია, დაფარავს თუ არა სახელმწიფო ქირის საფასურს.
მათი განცხადებით, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტის სხვა ფორმებს მიმართავენ, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროსთან შესაძლოა კარვებიც გაშალონ. ისინი ამაღამ პროტესტს სანატორიუმ „ქართლთან“ გააგრძელებენ, ხვალიდან კი სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან გადაინაცვლებენ.
ამ დროისთვის აქცია დასრულებულია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დევნილების პროტესტი თბილისში: მინისტრის მოადგილე აქციის მონაწილეებს შეხვდა – ვიდეო >>
დევნილებმა ავარიული კორპუსიდან განსახლებისა და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით აქცია რამდენიმე დღის წინაც გამართეს და პროტესტის ნიშნად მთელი ღამე ქუჩაში გაატარეს.
ყველა ახალი ამბავი
0