https://sputnik-georgia.com/20220112/devnilebis-protesti-tbilissi-ministris-moadgile-aqciis-monawileebs-sexvda-263569439.html
დევნილების პროტესტი თბილისში: მინისტრის მოადგილე აქციის მონაწილეებს შეხვდა – ვიდეო
დევნილების პროტესტი თბილისში: მინისტრის მოადგილე აქციის მონაწილეებს შეხვდა – ვიდეო
Sputnik საქართველო
დევნილებმა ადმინისტრაციული დაპირება მიიღეს
2022-01-12T21:04+0400
2022-01-12T21:04+0400
2022-01-12T22:53+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037976_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_57e1a63fab8d46d7ae58ef4e2e0da1d7.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური ნაძალადევის რაიონში მდებარე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.რამდენიმე დღის წინ დევნილებმა ავარიული კორპუსიდან განსახლებისა და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად მთელი ღამე ქუჩაში გაატარეს.ილია ღუდუშაურის განმარტებით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ, მანამდე კი სამინისტროს წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს დროებით ქირით გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.მინისტრის მოადგილის განცხადებით, დევნილების უსაფრთხოება, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს პრიორიტეტია.მხარეების შეთანხმებით, დევნილებთან პერიოდულად შეხვედრები გაიმართება, სადაც დევნილი ოჯახები სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პირადად გაეცნობიან.წყარო - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037976_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_b1aea783c227806229733cc6096f0e3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დევნილები პროტესტი თბილისი სამინისტრო შეხვედრა
დევნილები პროტესტი თბილისი სამინისტრო შეხვედრა
დევნილების პროტესტი თბილისში: მინისტრის მოადგილე აქციის მონაწილეებს შეხვდა – ვიდეო
21:04 12.01.2022 (განახლებულია: 22:53 12.01.2022) ადგილობრივების განცხადებით, კორპუსში ცხოვრება მათი სიცოცხლისთვის საშიშია.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური ნაძალადევის რაიონში მდებარე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.
რამდენიმე დღის წინ დევნილებმა ავარიული კორპუსიდან განსახლებისა და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად მთელი ღამე ქუჩაში გაატარეს.
ილია ღუდუშაურის განმარტებით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ, მანამდე კი სამინისტროს წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს დროებით ქირით გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
„2022 წლის განმავლობაში აუცილებლად, უპირობოდ მოხდება ამ ოჯახების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით. შევთანხმდით, რომ ყოველკვირეულ რეჟიმში განხორციელდება შეხვედრები, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, დევნილების უსაფრთხოება, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს პრიორიტეტია.
მხარეების შეთანხმებით, დევნილებთან პერიოდულად შეხვედრები გაიმართება, სადაც დევნილი ოჯახები სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პირადად გაეცნობიან.