https://sputnik-georgia.com/20220112/saakashvili-sasamartlo-sxdomas-daeswreba-263565554.html
სააკაშვილი ხვალ დაგეგმილ სასამართლო სხდომას დაესწრება
სააკაშვილი ხვალ დაგეგმილ სასამართლო სხდომას დაესწრება
Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. 12.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-12T19:00+0400
2022-01-12T19:00+0400
2022-01-12T21:51+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/03/263350329_0:0:2815:1583_1920x0_80_0_0_d78c6a26896e292076867b745bf47a4f.jpg
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხუთშაბათს დაგეგმილ სასამართლო სხდომას დაესწრება. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.ხუთშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმის მოსმენა გაიმართება. სააკაშვილი, რომელიც აღნიშნული საქმის მთავარი ფიგურანტია, ამ დროისათვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).პროკურატურის ვერსიით, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი. სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე. მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე სააკაშვილს დაუსწრებლად ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.სასამართლო იხილავს კიდევ ორ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
https://sputnik-georgia.com/20211228/saakasvilis-mier-sazrvris-ukanono-kveta-ariara-tu-ara-otxma-dakavebulma-brali-263230293.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/03/263350329_10:0:2741:2048_1920x0_80_0_0_a78eac0b38e758977b453373cdee5f53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
სააკაშვილი ხვალ დაგეგმილ სასამართლო სხდომას დაესწრება
19:00 12.01.2022 (განახლებულია: 21:51 12.01.2022) საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა.
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხუთშაბათს დაგეგმილ სასამართლო სხდომას დაესწრება. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.
ხუთშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმის მოსმენა გაიმართება. სააკაშვილი, რომელიც აღნიშნული საქმის მთავარი ფიგურანტია, ამ დროისათვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
„ხვალ მე მივალ „სასამართლოში" და ვიტყვი ჩემ სათქმელს. შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე“, – დაწერა სააკაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
პროკურატურის ვერსიით, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.
სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე. მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე სააკაშვილს დაუსწრებლად ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
სასამართლო იხილავს კიდევ ორ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.