სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა: აღიარა თუ არა ოთხმა დაკავებულმა ბრალი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
გამოწერა
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხიც განიხილებოდა.
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
საქმეზე დაკავებულმა ოთხმა პირმა ბრალი აღიარა.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, მოსამართლის კითხვაზე ბრალის აღიარების შესახებ ელგუჯა ცომაიამ, გიორგი ნარიმანიძემ და ზურაბ და შალვა წოწორიებმა დადებითად უპასუხეს.
ოთხი ბრალდებულისგან ბრალის აღიარების გარდა, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ დასაშვებად ცნო ყველა მტკიცებულება, რომელიც დღევანდელ სხდომაზე იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, მოსამართლემ დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებას არ გადახედა და ისინი პატიმრობაში დატოვა.
გამოძიების მონაცემებით, ელგუჯა ცომაია რძის პროდუქტებით დატვირთული იმ ტრაილერის საჭესთან იჯდა, რომლითაც სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა. ცომაია 2 ოქტომბერს, ექს-პრეზიდენტის დაკავებიდან მეორე დღეს დააკავეს.
სწორედ ცომაიას სახლში, აბაშის რაიონში შეჩერდა სააკაშვილი პირველად, შემდეგ კი თბილისში გამოემგზავრა და იმავე ცომაიას მიერ შერჩეულ ბინაში დასახლდა. ის ასევე თან ახლდა ექს-პრეზიდენტს ბათუმში და თბილისში.
„პიჯაკების საქმე“ – სააკაშვილის სასამართლო მთავარი ბრალდებულის გარეშე გაიმართა >>
შალვა და ზურაბ წოწორიები ფოთის პორტში მუშაობენ. სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში, სავარაუდოდ, ზღვით შემოვიდა და ქვეყნის საზღვარი სწორედ ამ პორტის გავლით გადმოკვეთა.
საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი გიორგი ნარიმანიძე ბრალდებულია დანაშაულის დაფარვაში. კერძოდ, სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის შეუტყობინებლობაში.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ნარიმანიძემ იცოდა, რომ სააკაშვილი უკანონოდ შემოვიდა ქვეყანაში და თან ახლდა კიდეც აბაშიდან თბილისამდე გზაში.
მათ ბრალი ოფიციალურად წარდგენილი აქვთ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით, რომელიც ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ელგუჯა ცომაია, რომელსაც ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, ასევე საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში ხელშეწყობაშია ბრალდებული. მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სააკაშვილის საქმეს, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთაშია ბრალდებული, სასამართლო ცალკე განიხილავს.
ყველა ახალი ამბავი
0