https://sputnik-georgia.com/20220112/giga-wikazis-muqara-sityvieri-paeqroba-263563109.html
„ჰოსპიტალში გაგიშვებ!“ – გიგა ჭიკაძის მუქარა კატარს და სიტყვიერი პაექრობა ოქტაგონამდე
„ჰოსპიტალში გაგიშვებ!“ – გიგა ჭიკაძის მუქარა კატარს და სიტყვიერი პაექრობა ოქტაგონამდე
Sputnik საქართველო
პატივს ვცემ, მაგრამ ჰოსპიტალში გავგზავნი – ასე დაემუქრა გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს. ორთაბრძოლა 16 იანვარს გაიმართება
2022-01-12T18:00+0400
2022-01-12T18:00+0400
2022-01-12T21:38+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/11/248511135_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_34bd4e290733ad9b93d7ea3b08a3a3e3.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. UFC-სა და ქართული სპორტის სამყაროში დაძაბულობა მატულობს. გიგა ჭიკაძისა და კელვინ კატარის დაპირისპირებამდე რამდენიმე დღე რჩება, ოქტაგონზე გასვლამდე კი მებრძოლები სოციალურ ქსელში „ხურდებიან“.33 წლის გიგა ჭიკაძე, რომელიც UFC-ს რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს მე-5 ადგილოსან კელვინ კატარს 16 იანვრის დილით შეხვდება. ქართველმა სპორტსმენმა მოწინააღმდეგეს საკუთარი Twitter-ის გვერდის მეშვეობით მიმართა და პატივისცემის მიუხედავად საავადმყოფოში გაგზავნას შეჰპირდა.თავის მხრივ ამბიციურ განცხადებებს აკეთებს კატარიც. როგორც ამერიკელმა მებრძოლმა DAZN-თან განაცხადა, გიგას საკუთარი ტექნიკისა და IQ-ს მეშვეობით დაამარცხებს.„მას ტექნიკითა და IQ-თი დავამარცხებ. ძალიან მარტივი საღამო გამომივა, ბონუსი კი ოქტაგონის ჯანმრთელად დატოვება იქნება. ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ დიდი შანსები გამარჯვებებს მოჰყვება. UFC-ში დაუმარცხებელი მებრძოლის წინააღმდეგ მოგება ტიტულის პრეტენდენტთა შორის ახალ დონეზე გადამიყვანს“, – წერს კელვინ კატარი.ბრძოლის წინ თავშეკავებულად და მეტი სიფრთხილით საუბრობს კატარის მწვრთნელი ტაისონ შარტი. მან ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას ჭიკაძის მაღალ დონეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ კელვინს წინ დიდი გამოცდა ელოდება. მიუხედავად ამისა, შარტი საკუთარი მებრძოლის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და იმედს იტოვებს, რომ ქართველი მებრძოლი ოქტაგონს დამარცხებული დატოვებს.კელვინ კატარისა და გიგა ჭიკაძის ორთაბრძოლა აუცილებლად შედგება, თუმცა, თავის მხრივ, ნახევრადმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ცოტა ხნის წინ მეტოქის გარეშე დარჩა. ბრძოლის ჩატარებაზე უარი ტრავმის გამო მაქს ჰოლოუეიმ თქვა. ეს შეხვედრა კი UFC 272-ის ფარგლებში უნდა გამართულიყო, რომელიც 5 მარტს იყო დაგეგმილი.ჰოლოუეის უარის შემდეგ ვოლკანოვსკიმ ასევე Twitter-ის საკუთარი გვერდით ისარგებლა და „კორეელი ზომბის“ სახელით ცნობილი ჩენ სონ ჯონი ბრძოლაში გამოიწვია. ყველასთვის ცნობილია, რომ გიგა ჭიკაძე სატიტულო ბრძოლისთვის დიდი ხანია მზადაა და ამას უკვე ღიად აცხადებს. ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონს აღნიშნულ პოსტზე კომენტარებში დასცინა, რაზეც ვოლკანოვსკისგან პასუხი მალევე მიიღო:„დიდი პატივისცემის მიუხედავად, შენ მომდევნო კვირაში რეიტინგში მხოლოდ მეხუთე ადგილისთვის უნდა იბრძოლო. მომავალ შეხვედრამდე“, – უპასუხა ავსტრალიელმა.ჭიკაძემ პასუხი არ დააყოვნა და ვოლკანოვსკის ლილიპუტი და თაღლითი უწოდა, რომელიც სტეროიდებს იღებს.გიგა ჭიკაძე ერთადერთი არაა, ვინც ალექსანდრთან დაპირისპირების სურვილი გამოთქვა. მის წინააღმდეგ მარტში საბრძოლველად გასვლა მექსიკელ იაირ როდრიგესსა და ამერიკელ ჯოშ ემეტსაც სურთ.სამი კაცი თითო დარტყმით დაგვასვენე, დღეს კი ვამაყობ შენით! – რა გაახსენეს გიგა ჭიკაძეს>>16 იანვარს გამარჯვების შემთხვევაში გიგა UFC-ს ნახევრადმსუბუქი (featherweight) წონის სატიტულო ბრძოლის პრეტენდენტი გახდება და დიდი შანსი ექნება ალექს ვოლკანოვსკისგან ბრძოლაზე თანხმობაც მიიღოს.
https://sputnik-georgia.com/20210829/giga-chikadzem-edson-barbosa-daamarcxa-258895171.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ერეკლე ხიტალიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249999089_0:0:1365:1365_100x100_80_0_0_a98cd6bfe3fad9c6dc2d395689a4af26.jpg
ერეკლე ხიტალიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249999089_0:0:1365:1365_100x100_80_0_0_a98cd6bfe3fad9c6dc2d395689a4af26.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/11/248511135_7:0:927:690_1920x0_80_0_0_5a941b1ea649b4d4be488b9e6c05876b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ერეკლე ხიტალიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249999089_0:0:1365:1365_100x100_80_0_0_a98cd6bfe3fad9c6dc2d395689a4af26.jpg
ჭიკაძე ufc კატარი ორთაბრძოლა ოქტაგონი
ჭიკაძე ufc კატარი ორთაბრძოლა ოქტაგონი
„ჰოსპიტალში გაგიშვებ!“ – გიგა ჭიკაძის მუქარა კატარს და სიტყვიერი პაექრობა ოქტაგონამდე
18:00 12.01.2022 (განახლებულია: 21:38 12.01.2022) გიგა ჭიკაძისა და კელვინ კატარის ორთაბრძოლა 16 იანვარს გაიმართება. მანამდე კი მებრძოლები ტრადიციულად სოციალური ქსელის მეშვეობით პაექრობენ, რომელშიც ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკიც ჩაითრიეს.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. UFC-სა და ქართული სპორტის სამყაროში დაძაბულობა მატულობს. გიგა ჭიკაძისა და კელვინ კატარის დაპირისპირებამდე რამდენიმე დღე რჩება, ოქტაგონზე გასვლამდე კი მებრძოლები სოციალურ ქსელში „ხურდებიან“.
33 წლის გიგა ჭიკაძე, რომელიც UFC-ს რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს მე-5 ადგილოსან კელვინ კატარს 16 იანვრის დილით შეხვდება. ქართველმა სპორტსმენმა მოწინააღმდეგეს საკუთარი Twitter-ის გვერდის მეშვეობით მიმართა და პატივისცემის მიუხედავად საავადმყოფოში გაგზავნას შეჰპირდა.
„მომავალ კვირას UFC-ში ყოფნის პერიოდში ყველაზე რთულ ბრძოლას ჩავატარებ. ამ ბიჭს პატივს ვცემ. მე კი მხოლოდ სამი რამისთვის ვჩხუბობ: ხალხს ფეხის დარტყმით თავი მოვაძრო, შენ კი ჰოსპიტალში გაგგზავნი. შაბათ საღამოს ამას გავაკეთებ“, – წერს ჭიკაძე.
თავის მხრივ ამბიციურ განცხადებებს აკეთებს კატარიც. როგორც ამერიკელმა მებრძოლმა DAZN-თან განაცხადა, გიგას საკუთარი ტექნიკისა და IQ-ს მეშვეობით დაამარცხებს.
„მას ტექნიკითა და IQ-თი დავამარცხებ. ძალიან მარტივი საღამო გამომივა, ბონუსი კი ოქტაგონის ჯანმრთელად დატოვება იქნება. ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ დიდი შანსები გამარჯვებებს მოჰყვება. UFC-ში დაუმარცხებელი მებრძოლის წინააღმდეგ მოგება ტიტულის პრეტენდენტთა შორის ახალ დონეზე გადამიყვანს“, –
წერს კელვინ კატარი.
ბრძოლის წინ თავშეკავებულად და მეტი სიფრთხილით საუბრობს კატარის მწვრთნელი ტაისონ შარტი. მან ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას ჭიკაძის მაღალ დონეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ კელვინს წინ დიდი გამოცდა ელოდება. მიუხედავად ამისა, შარტი საკუთარი მებრძოლის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და იმედს იტოვებს, რომ ქართველი მებრძოლი ოქტაგონს დამარცხებული დატოვებს.
კელვინ კატარისა და გიგა ჭიკაძის ორთაბრძოლა აუცილებლად შედგება, თუმცა, თავის მხრივ, ნახევრადმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ცოტა ხნის წინ მეტოქის გარეშე დარჩა. ბრძოლის ჩატარებაზე უარი ტრავმის გამო მაქს ჰოლოუეიმ თქვა. ეს შეხვედრა კი UFC 272-ის ფარგლებში უნდა გამართულიყო, რომელიც 5 მარტს იყო დაგეგმილი.
ჰოლოუეის უარის შემდეგ ვოლკანოვსკიმ ასევე Twitter-ის საკუთარი გვერდით ისარგებლა და „კორეელი ზომბის“ სახელით ცნობილი ჩენ სონ ჯონი ბრძოლაში
გამოიწვია.
ყველასთვის ცნობილია, რომ გიგა ჭიკაძე სატიტულო ბრძოლისთვის დიდი ხანია მზადაა და ამას უკვე ღიად აცხადებს. ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონს აღნიშნულ პოსტზე კომენტარებში დასცინა, რაზეც ვოლკანოვსკისგან პასუხი მალევე მიიღო:
„დიდი პატივისცემის მიუხედავად, შენ მომდევნო კვირაში რეიტინგში მხოლოდ მეხუთე ადგილისთვის უნდა იბრძოლო. მომავალ შეხვედრამდე“, – უპასუხა ავსტრალიელმა.
ჭიკაძემ პასუხი არ დააყოვნა და ვოლკანოვსკის ლილიპუტი და თაღლითი უწოდა, რომელიც სტეროიდებს იღებს.
„მან (ვოლკანოვსკიმ) დან უაიტს უთხრა, რომ ჩემ გარდა ნებისმიერს ეჩხუბება. მთელი ცხოვრება ფულს პატარა კაცების დანოკაუტებაში ვშოულობდი, მაგრამ ნოკაუტში ისეთი ლილიპუტი ჯერ არ გამიშვია, რომელიც სტეროიდებს იღებს. თაღლითო!“ – დაწერა ქართველმა მებრძოლმა.
გიგა ჭიკაძე ერთადერთი არაა, ვინც ალექსანდრთან დაპირისპირების სურვილი გამოთქვა. მის წინააღმდეგ მარტში საბრძოლველად გასვლა მექსიკელ იაირ როდრიგესსა და ამერიკელ ჯოშ ემეტსაც სურთ.
16 იანვარს გამარჯვების შემთხვევაში გიგა UFC-ს ნახევრადმსუბუქი (featherweight) წონის სატიტულო ბრძოლის პრეტენდენტი გახდება და დიდი შანსი ექნება ალექს ვოლკანოვსკისგან ბრძოლაზე თანხმობაც მიიღოს.