საქართველო – სიყვარულის მიწა: რას წერს ბულგარული ჟურნალი საქართველოზე

CC BY-SA 2.0 / Tony Bowden / Vardziaვარძია
ვარძია - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
გამოწერა
სტატიაში საქართველოს ტურისტული პროდუქტები დეტალურადაა აღწერილი.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ბულგარეთის მაღალრეიტინგულმა გამოცემამ VOYAGE საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
სტატიაში სახელწოდებით „საქართველო – სიყვარულის მიწა“ დეტალურადაა აღწერილი საქართველოს ტურისტული პროდუქტები, ქვეყნის უნიკალური ისტორია, ტრადიციები, ფოლკლორი, მრავალფეროვანი ქართული სამზარეულო და სტუმართმოყვარეობა.
ჟურნალისტი მკითხველს ვარძიის სამონასტრო კომპლექსში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს, ასევე მოუთხრობს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ისტორიას სოფელ უდეში.
სტატიის ავტორმა ვლადინა ცეკოვამ საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში გასულ წელს იმოგზაურა.
National Geographic-ში საქართველოს შესახებ სტატიათა ციკლი გამოქვეყნდა>>
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბულგარეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით ბულგარეთის მაღალრეიტინგული ტელეკომპანიების, გამოცემებისა და საინფორმაციო სააგენტოების რედაქტორებსა და ჟურნალისტებს 2021 წლის ოქტომბერში უმასპინძლა, რაც მიზნად ისახავდა ბულგარეთში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციასა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას.
ყველა ახალი ამბავი
0