თბილისის მეტროპოლიტენის დაბადების დღეზე დამსახურებული თანამშრომლები დაჯილდოვდნენ

© Tbilisi Transport Companyთბილისის მეტრო
თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
გამოწერა
თბილისის ყველაზე პოპულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ისტორია ხუთ ათწლეულს ითვლის.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე 15 თანამშრომელს ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით საპატიო მუშაკის წოდება მიენიჭა, განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილისში ყველაზე პოპულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროს პირველი, „დიდუბე“–„რუსთაველის“ მონაკვეთი ოფიციალურად 56 წლის წინ გაიხსნა.
ეს არის პირველი მეტრო კავკასიაში და მეოთხე სსრკ-ში - მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის და კიევის შემდეგ.
© photo: Sputnikმეტროს სადგური „თავისუფლების მოედანი“
Станция тбилисского метро Площадь Свободы - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
მეტროს სადგური „თავისუფლების მოედანი“
„თბილისში მეტროს მშენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 წლის შემდეგ, 1966 წლის 11 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა „დიდუბე“–„რუსთაველის“ მონაკვეთი. მეტროს ასობით თანამშრომელი ემსახურება და სწორედ მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. წელს, ტრადიციულად, ჯილდოვდებიან ის გამორჩეული თანამშრომლები, რომლებიც მრავალი წელია ემსახურებიან ამ საქმეს“, – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
ქალაქის მერის თქმით, დაჯილდოებული თანამშრომლების სტაჟი 32-დან 52 წლამდე მერყეობს, რაც, მისი თქმით, საქმის სიყვარულის და ერთგულების ნიშანია.

„მინდა ამ ადამიანებს გულწრფელად გადავუხადო მადლობა იმისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ ამ ქალაქისთვის, აკეთებენ მეტროს გამართული ფუნქციონირებისთვის, რაც ნამდვილად დასაფასებელია“, – აღნიშნა მერმა.

მეტროპოლიტენის იუბილესთან დაკავშირებით 15 მუშაკს საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა.
კალაძის თქმით, საპატიო თანამშრომლის წოდება ასევე მიენიჭა გარდაცვლილ მერაბ ჩადუნელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, რომელმაც მეტროში მუშაობას 42 წელი მიუძღვნა. ჯილდო მის ოჯახს გადაეცემა.
„თბილისის მეტრო გამორჩეულად მოთხოვნადი, უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტია, რომლითაც ყოველდღიურად დაახლოებით 200-250 ათასი მგზავრი გადაადგილდება. დღეს მისი ამოქმედებიდან 56 წელი შესრულდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
© photo: coutresy of National Library of Georgiaთბილისის მეტროპოლიტენის სადგურის ესკალატორი
თბილისის მეტროპოლიტენის სადგურის ესკალატორი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
თბილისის მეტროპოლიტენის სადგურის ესკალატორი

თბილისის მეტროპოლიტენის ისტორია

თავდაპირველად საბჭოთა ხელისუფლება თბილისში მეტროპოლიტენის აშენების წინააღმდეგი იყო. მაშინდელი სტანდარტებით, მიწისქვეშა ტრანსპორტი მხოლოდ იმ ქალაქებისთვის იყო საჭირო, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ თბილისის მოსახლეობა მხოლოდ 600 ათასს აღწევდა, 1951 წელს მშენებლობის დაწყების ბრძანება მაინც გამოიცა.
რა საიდუმლოს მალავს თბილისის მეტროს 50 წლიანი ისტორია >>
საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა კანდიდ ჩარკვიანმა მეტროს მშენებლობის დაწყებაზე თანხმობის მიღება უშუალოდ იოსებ სტალინისგან შეძლო. სამუშაოები 1952 წელს დაიწყო, მაგრამ 1957 წელს მშენებლობა შეჩერდა.
მუშაობა კვლავ განახლდა ორი წლის შემდეგ. მშენებლობა, რომელიც ინჟინერ ვიქტორ გოცირიძის მეთვალყურეობით მიმდინარეობდა, მარტივი არ იყო. გეოლოგიური პირობები სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა.
საბოლოოდ თბილისის მეტროპოლიტენის პირველი მონაკვეთის გახსნა მშენებლობის დაწყებიდან მხოლოდ 14 წლის შემდეგ მოხერხდა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა 1966 წლის 11 იანვარს მოხდა. იმ დღეს საზეიმოდ ამოქმედდა „დიდუბე“–„რუსთაველის“ მონაკვეთი.
ყველა ახალი ამბავი
0