Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში ბოლო 48 საათში კორონავირუსმა ორი ორსული იმსხვერპლა

© Pixabay / Cparksორსული ქალი
ორსული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
გამოწერა
კოვიდ-ინფიცირებული ორსულების სიკვდილიანობა სერიოზულ პრობლემად რჩება – ექიმები ერთადერთ გამოსავლად ვაქცინაციას ასახელებენ.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ბოლო ორ დღეში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად აჭარაში მცხოვრები ორი ორსული გარდაიცვალა.
31 წლის ორსული სამკურნალოდ ბათუმიდან ქუთაისში გადაიყვანეს. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, იგი მკურნალობის კურსს თბილისში გადიოდა. მას სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ექიმებმა ახალშობილის გადარჩენა შეძლეს, მაგრამ დედის გადარჩენა, მედიკოსების რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელი გახდა. ორივე მათგანს მცირეწლოვანი შვილები დარჩა.
ორსულების გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, კოვიდ-ინფიცირებული ორსულების სიკვდილიანობა სერიოზულ პრობლემად რჩება და ამ შემთხვევაში ექიმები ერთადერთ გამოსავლად ვაქცინაციას ასახელებენ, რომლის მაჩვენებელი ქვეყანაში კვლავ დაბალია.
ორსული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
„დელტა“ შტამი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფეხმძიმეებს – საავადმყოფოებში მეტი ორსული ხვდება
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 10.881-მა ადამიანმა გაიკეთა, ამ დროისათვის ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2.565.599 აცრა.

„ორსულების შემთხვევაში სიტუაციის მართვა იმ შესაძლებლობების თანახმად ხდება, რაც დღეს ჯანდაცვის სისტემას გააჩნია. ჩარევა არის მაქსიმალურად ინტენსიური, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევებში შედეგი არ გამოიღო... სამწუხაროდ, ორსულების გარდაცვალების შემთხვევა ბევრად უფრო მეტი იყო წელს, ვიდრე შარშან. „დელტა“ შტამმა განსაკუთრებით დაამძიმა ეს მიმდინარეობა“, – განაცხადა გაბუნიამ.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 5.486-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 968.313-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 916.421 ადამიანი, გასულ დღე-ღამეში ინფექციამ 46 ადამიანი იმსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14.264-ია.
ყველა ახალი ამბავი
0