https://sputnik-georgia.com/20220111/saqartvelos-ganatlebis-saministrosi-sakadro-cvlilebebia-vin-sad-wavida-263542315.html
საქართველოს განათლების სამინისტროში საკადრო ცვლილებებია: ვინ სად წავიდა?
საქართველოს განათლების სამინისტროში საკადრო ცვლილებებია: ვინ სად წავიდა?
Sputnik საქართველო
სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებას განათლების მინისტრის ახალი მოადგილე უხელმძღვანელებს
2022-01-11T22:59+0400
2022-01-11T22:59+0400
2022-01-11T23:28+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663388_0:317:2992:2000_1920x0_80_0_0_c5fe9c2577d73f85678900a47bb654dd.jpg
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი გახდა, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.მახარაშვილმა ამ პოსტზე ეკატერინა დგებუაძე შეცვალა. განათლების მინისტრის ახალი მოადგილე ზედამხედველობას გაუწევს სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებას, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და სკოლის მანდატურის სამსახურს.წარსულში მახარაშვილი ასევე იყო კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი, ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. გარდა ამისა, მანამდე იგი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის პოსტსაც იკავებდა.მახარაშვილი პროფესიით აღმოსავლეთმცოდნეა. 1997 წლიდან მან გამოაქვეყნა 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია. ასევე ავტორია ებრაულ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელოსი „დედა-ენა“. წიგნი ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელებისთვის შეიქმნა.რაც შეეხება მინისტრის აწ უკვე ყოფილ პირველ მოადგილეს ეკატერინე დგებუაძეს, ის მუშაობას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) გააგრძელებს. კერძოდ, დგებუაძე გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას სამინისტროსთან და უხელმძღვანელებს ინკლუზიური განათლების მიმართულებას.ცვლილება შეეხო პროფესიული განათლების სფეროსაც. გასულ წელს სისტემის მართვის ინოვაციური მოდელი დაინერგა. იგი აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკად. შეიქმნა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც დაარსდა განათლების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ძალისხმევით. ამიერიდან პროფესიული განათლების პოლიტიკის შექმნასა და მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი იქნება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი.პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორად ხუთი წლის ვადით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი აირჩიეს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა პროფესიული განათლების რეფორმაში, განაცხადეს სამინისტროში. ქიტიაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა და ამიერიდან პროფესიული უნარების სააგენტოს უხელმძღვანელებს.პროფესიული უნარების სააგენტოს სამეურვეო საბჭოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე იქნება. ის ასევე იქნება პროფესიული განათლების სფეროს კურატორი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663388_325:0:2992:2000_1920x0_80_0_0_30dd25c1b093ccb1d7cade13e3439533.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო განათლება სამინისტრო საკადრო ცვლილებები
საქართველო განათლება სამინისტრო საკადრო ცვლილებები
საქართველოს განათლების სამინისტროში საკადრო ცვლილებებია: ვინ სად წავიდა?
22:59 11.01.2022 (განახლებულია: 23:28 11.01.2022) სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებას განათლების მინისტრის ახალი მოადგილე უხელმძღვანელებს
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი გახდა, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.
მახარაშვილმა ამ პოსტზე ეკატერინა დგებუაძე შეცვალა. განათლების მინისტრის ახალი მოადგილე ზედამხედველობას გაუწევს სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებას, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და სკოლის მანდატურის სამსახურს.
თამარ მახარაშვილი სხვადასხვა წლებში იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, იყო ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო მეურვეობის სააგენტოს დირექტორი, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მთავრობის კანცელარიაში.
წარსულში მახარაშვილი ასევე იყო კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი, ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. გარდა ამისა, მანამდე იგი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის პოსტსაც იკავებდა.
მახარაშვილი პროფესიით აღმოსავლეთმცოდნეა. 1997 წლიდან მან გამოაქვეყნა 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია. ასევე ავტორია ებრაულ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელოსი „დედა-ენა“. წიგნი ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელებისთვის შეიქმნა.
რაც შეეხება მინისტრის აწ უკვე ყოფილ პირველ მოადგილეს ეკატერინე დგებუაძეს, ის მუშაობას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) გააგრძელებს. კერძოდ, დგებუაძე გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას სამინისტროსთან და უხელმძღვანელებს ინკლუზიური განათლების მიმართულებას.
ცვლილება შეეხო პროფესიული განათლების სფეროსაც. გასულ წელს სისტემის მართვის ინოვაციური მოდელი დაინერგა. იგი აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკად. შეიქმნა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც დაარსდა განათლების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ძალისხმევით. ამიერიდან პროფესიული განათლების პოლიტიკის შექმნასა და მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი იქნება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი.
პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორად ხუთი წლის ვადით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი აირჩიეს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა პროფესიული განათლების რეფორმაში, განაცხადეს სამინისტროში. ქიტიაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა და ამიერიდან პროფესიული უნარების სააგენტოს უხელმძღვანელებს.
პროფესიული უნარების სააგენტოს სამეურვეო საბჭოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე იქნება. ის ასევე იქნება პროფესიული განათლების სფეროს კურატორი.