https://sputnik-georgia.com/20220111/pulis-gatetrebis-saqmeze-ganacheni-xval-gamocxaddeba-263535820.html
„ფულის გათეთრების" საქმეზე საბოლოო განაჩენი ხვალ გახდება ცნობილი
„ფულის გათეთრების" საქმეზე საბოლოო განაჩენი ხვალ გახდება ცნობილი
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე საქმის სამივე ფიგურანტი გირაოს სანაცვლოდ არის თავისუფალი. 11.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-11T18:50+0400
2022-01-11T18:50+0400
2022-01-11T22:23+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324827_201:69:1179:619_1920x0_80_0_0_b3d6c114fad06aa86e23699bc1b10b9e.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს უმსხვილესი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო განხილვა დასრულდა – განაჩენი ოთხშაბათს გახდება ცნობილი.აღნიშნულ პირებს გამოძიება 17 მლნ დოლარამდე ფულის გათეთრებას ედავება.მოსამართლე გიორგი არევაძის განცხადებით, იგი გადაწყვეტილებას 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.დღეს გამართული სხდომა დაძაბულ ვითარებაში ჩატარდა.მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხაზარაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევეს, რასაც საფუძვლად დაედო პროკურორებთან მისი სიტყვიერი დაპირისპირება. ხაზარაძემ ისინი ტყუილში დაადანაშაულა.„ჩვენ არავინ მოგვიტყუებია“ – ხაზარაძემ ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოში ჩვენება მისცა>>>პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის ვარაუდით, მოსამართლე ხვალ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. მისი თქმით, საქმეში ბრალდებულთა დანაშაულის დამადასტურებელი ბევრი მტკიცებულებები არსებობს.აღნიშნული საქმის ყველა ფიგურანტი აცხადებს, რომ ფულის გათეთრება არ მომხდარა და მათ პოლიტიკური ნიშნით დევნიან. ხაზარაძე და ჯაფარიძე ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლები არიან, ავთანდილ წერეთელი კი ვატო წერეთლის მამაა, რომელიც ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ დამფუძნებელი და გენდირექტორია.„მე სწორ გზაზე ვდგავარ. ჩემთვის სულ ერთია ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მე გიჟი არ ვარ და არ მიხარია საკანში შესვლა, მაგრამ თავისუფლება არა კედლებში, არამედ საკუთარ თავშია. ამიტომაც მე თავისუფალი ადამიანი ვარ“, – განაცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან.ქართველ ბანკირს მხარი დაუჭირა ათობით ბანკირმა მთელი მსოფლიოდან>>>ხაზარაძის მტკიცებით, ფულის გათეთრების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რამდენადაც სადავო თანხა ბანკის სისტემიდან არ გასულა.ჯაფარიძის თქმით, იმ წელს, როდესაც სადავო ტრანზაქციები განხორციელდა, ყველაზე მეტად სწორედ ის და ხაზარაძე დაზარალდნენ.2021 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, TBC Bank-ში ხაზარაძისა და ჯაფარიძის წილები 14%-ს შეადგენს. ისინი ბანკის დამფუძნებლები არიან.თუ მოსამართლე მათ ფულის გათეთრების საქმეში ბრალდებულად ცნობს, აღნიშნულ პირებს 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16.664.000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324827_322:74:1090:650_1920x0_80_0_0_d66fe8dcf1e2ae15aaf8679e856acebb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
„ფულის გათეთრების" საქმეზე საბოლოო განაჩენი ხვალ გახდება ცნობილი
18:50 11.01.2022 (განახლებულია: 22:23 11.01.2022) ამ ეტაპზე საქმის სამივე ფიგურანტი გირაოს სანაცვლოდ არის თავისუფალი.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს უმსხვილესი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო განხილვა დასრულდა – განაჩენი ოთხშაბათს გახდება ცნობილი.
აღნიშნულ პირებს გამოძიება 17 მლნ დოლარამდე ფულის გათეთრებას ედავება.
მოსამართლე გიორგი არევაძის განცხადებით, იგი გადაწყვეტილებას 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.
დღეს გამართული სხდომა დაძაბულ ვითარებაში ჩატარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხაზარაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევეს, რასაც საფუძვლად დაედო პროკურორებთან მისი სიტყვიერი დაპირისპირება. ხაზარაძემ ისინი ტყუილში დაადანაშაულა.
პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის ვარაუდით, მოსამართლე ხვალ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. მისი თქმით, საქმეში ბრალდებულთა დანაშაულის დამადასტურებელი ბევრი მტკიცებულებები არსებობს.
„დღეს საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა. ბრალდების მხარემ რიგი მტკიცებულებები წარმოადგინა, რომელიც ბრალდებულთა დანაშაულს ამტკიცებს. ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხვალ სასამართლო ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.
აღნიშნული საქმის ყველა ფიგურანტი აცხადებს, რომ ფულის გათეთრება არ მომხდარა და მათ პოლიტიკური ნიშნით დევნიან. ხაზარაძე და ჯაფარიძე ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლები არიან, ავთანდილ წერეთელი კი ვატო წერეთლის მამაა, რომელიც ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ დამფუძნებელი და გენდირექტორია.
„მე სწორ გზაზე ვდგავარ. ჩემთვის სულ ერთია ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მე გიჟი არ ვარ და არ მიხარია საკანში შესვლა, მაგრამ თავისუფლება არა კედლებში, არამედ საკუთარ თავშია. ამიტომაც მე თავისუფალი ადამიანი ვარ“, – განაცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან.
ხაზარაძის მტკიცებით, ფულის გათეთრების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რამდენადაც სადავო თანხა ბანკის სისტემიდან არ გასულა.
ჯაფარიძის თქმით, იმ წელს, როდესაც სადავო ტრანზაქციები განხორციელდა, ყველაზე მეტად სწორედ ის და ხაზარაძე დაზარალდნენ.
„დღეს სასამართლოზე კიდეც ვთქვი, რომ თუ 2008 წელს წარმოქმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის გამო ვინმე დაზარალდა, ეს ჩვენ ვართ. ჩვენ საკუთარი ქონების 2/3 დავკარგეთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
2021 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, TBC Bank-ში ხაზარაძისა და ჯაფარიძის წილები 14%-ს შეადგენს. ისინი ბანკის დამფუძნებლები არიან.
თუ მოსამართლე მათ ფულის გათეთრების საქმეში ბრალდებულად ცნობს, აღნიშნულ პირებს 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16.664.000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.
კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.