ქართველ ბანკირს მხარი დაუჭირა ათობით ბანკირმა მთელი მსოფლიოდან

© Facebook / Nika Meliaნიკა მელია და მამუკა ხაზარაძე ამომრჩეველთან შეხვედრაზე
ნიკა მელია და მამუკა ხაზარაძე ამომრჩეველთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2022
გამოწერა
„ფულის გათეთერების“ საქმეში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. „თიბისი ბანკის“ (TBC Bank) დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე ბოლო სასამართლო პროცესამდე ორი დღით ადრე მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების 60-მა ბანკირმა და ხელმძღვანელმა ყოფილი ბანკირების მხარდასაჭერად, რომლებსაც ფულის გათეთრება ედებათ ბრალად, წერილი გამოაქვეყნეს. ამის შესახებ ხაზარაძემ თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
სასამართლო სხდომა 11 იანვარს გაიმართება და დაიწყება პროკურორების დასკვნითი სიტყვით. შემდეგ სიტყვა მიეცემათ ბრალდებულებს. ამის მერე მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.
„მამუკამ მთელი ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობას მიუძღვნა... ჩვენ, ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის კურსდამთავრებულები და მამუკა ხაზარაძის მეგობრები ვიცნობთ მამუკას 1998 წლიდან და გვსურს დავადასტუროთ მისი გულწრფელობა, პატიოსნება საქართველოს თანამოქალაქეების მიმართ“, – ნათქვამია წერილში.
როგორც ბიზნესმენები წერენ, ხაზარაძემ 2013 წელს ჰარვარდის სკოლის კურსდამთავრებულების ყოველწლიური შეხვედრა მოაწყო საქართველოში, რისი წყალობითაც მათ ქვეყნის მდიდარი კულტურის შესახებ შეიტყვეს.
„მისმა აშკარა ძალისხმევამ და წარმატებამ გააუმჯობესა მრავალი ინდუსტრია, მათ შორის საბანკო სისტემა და მთელი ქვეყნის ეკონომიკა. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს“, – ნათქვამია წერილში.
წერილს ხელს აწერენ ბიზნესმენები აშშ-დან, ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, კანადიდან, ინდოეთიდან, იამაიკიდან, პერუდან, ვენესუელიდან, ბრაზილიიდან, მექსიკიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ავსტრალიიდან.
„ჩვენ არავინ მოგვიტყუებია“ – ხაზარაძემ ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოში ჩვენება მისცა>>
ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ელოდებათ ჯგუფის მიერ ფულის გათეთრების ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რის შედეგადაც მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავალი მიიღეს.
ბრალდების მხარის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16.664.000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
ომბუდსმენი: „ფულის გათეთრების" საქმეში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრალეულობა არ მტკიცდება
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე, ნათქვამია საქმის მასალებში.
„თიბისი ბანკს“ არ მოუთხოვია 17 მლნ დოლარის დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს". „თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.
მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.
„სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" კრედიტი დღემდე არ დაუბრუნებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0